ბიორკის ახალ შოუს ლუკრესია მარტელი გამართავს

ლუკრესია მარტელი ნოუ-იორკში ბიორკის თეატრალურ შოუს უხელმძღვანელებს. არგენტინელი რეჟისორი ისლანდიელი ვარსკვლავის კონცერტს სახელწოდებით – Cornucopia, ამ წლის 6 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით გეგმავს. მარტელი ღონისძიებაზე ბიორკის ყოფილ რეჟისორს ჯონ ტიფანის ანაცვლებს.

მუსიკოსის განცხადებით აღნიშნული კონცერტი, მისი გუნდის ხელშეწყობით, ყველაზე დახვეწილი იქნება. აქ აკუსტიკური და ციფრული ჟღერადობები ერთმანეთს ჰარმონიულად შეეწყობა.  

ლუკრესია მარტელს ოთხი ფილმი აქვს გადაღებული: ,,La Ciénaga", ,,The Headless Woman", ,,The Holy Girl" და ,,Zama", რომელმაც Cinema Tropical Award-ზე საუკეთესო ფილმის კატეგორია მოიპოვა.

,,მე ამაყი ვარ, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ მუსიკოსთან შევძლებ თანამშრომლობას. ბიორკთან კოლაბორაცია 22-ე საუკუნის პასპორტია" – ლუკრესია მარტელი. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>