ვეგანური და ვეგეტარიანული კაფეები #InstaAccounts

მსოფლიოში დღითიდღე იზრდება ვეგეტარიანელებისა და ვეგანების რაოდენობა. ვეგანები, ვეგეტარიანელებისაგან განსხვავებით, გარდა ხორცისა, უარს ყველა ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე ამბობენ. მათ რიგში მრავალი ცნობილი ადამიანიც დგას. მაგალითად, ახლახანს მომღერლებმა ბიონსემ და ჯეი-ზიმ კონკურსი გამოაცხადეს, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ამერიკელი ფანი, რომელიც ვეგანურ დიეტაზე გადავა, ყველა მომავალი კონცერტის უფასო ბილეთს მიიღებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სამზარეულო ხორცზე ორიენტირებულია და უფასო ბილეთებსაც არავინ გვპირდება, ბოლო წლებში თბილისსაც შეემატა რამდენიმე ადგილი, სადაც გემრიელ და ჯანსაღ მცენარეულ საკვების მივრთმევთ. 

Zero Effect

,,Zero Effect" 10:00 საათიდან 23:00 საათამდეა ღია. კაფესთან ერთად ის concept store-იცაა, სადაც ნატურალური, გარემოსთან მეგობრული თავის მოვლის საშუალებები, ბამბუკის კბილის ჯაგრისი, საწრუპი, ჩანთები და სხვა ნივთები შეგვიძლია შევიძინოთ. ამიერიდან გარემოს დაბინძურებაზე აღარ ვინერვიულებთ. 

Chaos Cafe

ChaosConcept Store-ის ვეგანური კაფე სულ ახლახანს გაიხსნა. ChaosConcept-ი ულამაზესი ინტერიერის ტრადიციას არ ღალატობს და ამჯერადაც სასიამოვნო გარემოს გვთავაზობს. კაფე ღიაა: კვირა-ხუთშაბათი 12:00-20:00, პარასკევი-შაბათი 14:00-22:00. 

Namu

View this post on Instagram

ნამუს უმი, ვეგანური/სამარხვო ნამცხვრები. არ შეიცავს ცხოველურ პროდუქტს, რაფინირებულ შაქარს, ფქვილს (გლუტენს). შეუკვეთეთ ახალი წლისთვის.⠀⠀ ⠀⠀⠀ Namu raw vegan cakes do not contain any animal products, refined sugar, wheat (gluten). Place an order for the New Year's Eve.⠀⠀ .⠀⠀⠀ .⠀⠀⠀ .⠀⠀⠀ #namu #namucakes #cakes #raw #vegan #glutenfree #sugarfree #plantbased #plantpowered #plantpassion #rawchef #veganlife #plantlife #greenlifestyle #NewYear #2019 #tbilisi #madeingeorgia⠀⠀⠀⠀ #ნამუ #ნამცხვარი #სამარხვო #უშაქრო #უფქვილო #ვეგანური #ჯანსაღი #ახალიწელი #გაცნობიერებულიკვება #ქართული #თბილისი #საქართველო

A post shared by ნამუ • namu (@namuraw) on

აღსანიშნავია, რომ ,,ნამუ" 2016 წლიდან ფუნქციონირებს. სამზარეულოს შემქმნელი და შეფი – ანა ტიკარაძე, თვლის, რომ ჯანსაღი კვება ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია. მისი კაფე უმი, ვეგანური სამზარეულოა, სადაც შაქარს, ხორბალსა და რაფინირებულ მარილს არ იყენებენ. ,,ნამუს" დესერტები და დამატებთი ინფორმაცია შეგიძლიათ მათ ინსტაგრამ გვერდზე იხილოთ. 

Kiwi

View this post on Instagram

***ScrollDownForEnglish კივი კაფეში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ ახალი, საქართველოში დამზადებული ტოფუ,ვეგანური ძეხვი და ვეგანური სოსისი. ეს პროდუქტები მზადდება ექსკლუზიურად ჩვენთვის და ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს :-) ######### Vegan Protein ! You can buy fresh and locally made tofu, vegan cold cuts, and vegan sausages at Kiwi Vegan Cafe. These products are made exclusively for us and they are available even out of the fasting period, so we will always have them :-) #vegan #crueltyfree #kiwivegancafe #tofu #veganprotein #tbilisi #saqartvelo

A post shared by Kiwi Vegan Cafe (@kiwi_vegan_cafe) on

Kiwi-ს შესახებ ალბათ უკვე ყველამ იცის, თუმცა შეიძლება არ იცოდეთ, რომ აქ შეგიძლიათ ახალი, საქართველოში დამზადებული ვეგანური ძეხვი და სოსისი შეიძინოთ. კაფეს ხელმისაწვდომი ფასები და უგემრიელესი საჭმელი ვეგანური დიეტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აქ მოსვლა პარასკევის გარდა ყოველდღე 12:00 – 22:30 საათამდე შეგიძლიათ. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>