მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი – ჰეკაბე

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლის – ,,ჰეკაბეს", სიუჟეტი ტროას ომის დასრულების შემდეგ ვითარდება. ბერძენთა გამარჯვებული ლაშქარი ზურგის ქარს ელის სამშობლოში მშვიდობით დასაბრუნებლად. ჰეკაბე, ტროას ყოფილი დედოფალი და დამარცხებული ქვეყნის ღირსებაწართმეული ქალია, რომელსაც კიდევ ერთი შვილი უნდა მოუკლან. ეს უსამართლობა ჰეკაბეს სხვისი შვილების მკვლელად და დამნაშავედ აქცევს.

"როცა ამ პიესაზე მუშაობა გადავწყვიტე, მაშინ დაემთხვა ამბავი – ზაზა სარალიძის კარვის დაშლას რომ აპირებდნენ. ჩვენ ვნახეთ ზაზა სარალიძე, რომელიც იყო პატიოსანი მოქალაქე და ჩვეულებრივი მშობელი, მაგრამ ის იქცა დამნაშავედ. ის რკინით ხელში მისდევდა პატრულს და ჩვენ, საზოგადოებამ, დავიწყეთ ზაზას გასამართლება და არა სისტემის" – მიხეილ ჩარკვიანი.

სპექტაკლი 9, 10 და 16 თებერვალს 17:00 საათზე მესხიშვილის თეატრშია დაგეგმილი.

მონაწილეობენ: ინგა კაკიაშვილი, ნანუკა კუპატაძე, გიორგი ჩაჩანიძე, დავით როინიშვილი, გაგი შენგელია, სულხან გოგოლაშვილი, ენდი ძიძავა, თენგიზ ჯავახაძე, ნინი ქარჩავა, ნანა ცხვირაშვილი, ანი ჩოგოვაძე, დათა ბერაძე, ლუკა სვანიძე

თარგმანი – ნანა ტონია
კომპოზიტორი – ერეკლე გეწაძე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>