To Do List︱8 თებერვალი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

Marshrutka Mix-Tapes

თუ დღეს უჩვეულო გამოფენის დათვალიერება გსურთ, შეუერთდით ჯესი ვოგლერის ჯგუფს მულტიმედია პროექტზე ,,მარშრუტკა". ღია სივრცეში ივენთი 8 თებერვალს 19:00-22:00 საათამდე გაგრძელდება. გაეცანით გამოფენის შინაარსს:

,,ნამუშევრები წარმოადგენს კვლევას იმ სივრცეების, ინფრასტრუქტურისა და რიტულაების, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მარშრუტკის ფენომენთან. თუ როგორ გვეხმარება ტრანსპორტირების ეს საშუალება უკეთ გავიგოთ ჩვენი საზოგადოების სოციალურობისა და ინტიმურობის საკითხი. ჩვენ მარშრუტკას აღვიქვამთ როგორც გადაადგილების საშუალებას, რომელიც მყარადაა ჩაბეჭდილი ჩვენ ისტორიაში, ადგილებსა და ქცევაში. მისი ფორმალიზაცია, კი, ქალაქის სოციო-პოლიტკურ სივრცეში არსებულ ფართო წნეხზე მიუთითებს. ჩვენ ვიყურებით ტექნიკურობის და ლოჯისტიკის მიღმა, რომ დავაკვირდეთ ტრანსფორმაციას, გადაადგილებასა და კულტურულ გამოცდილებებს."

დათო ევგენიძის ახალი კრებულის წარდგენა

ხვალ, 9 თებერვალს, 19:00 საათზე ,,სტამბის წიგნებში" დათო ევგენიძის საღამო და ახალ კრებულის წარადგენა გაიმართება.

სამი წიგნის კრებულს "დე" ჰქვია და ის დათო ევგენიძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოიცა. კრებული ავტორმა დედას მიუძღვნა. ამასთან, კრებულის სახელწოდება პოეტისა და მუსიკოსის ინიციალებიცაა.

გიორგი მაისურაძე – „სტალინის ქართული იკონოგრაფია"

ხვალ 16:00 საათზე გიორგი მაისურაძე წაიკითხავს ლექციას „შოთა, ილია, სოსელო სტალინის ქართული იკონოგრაფია და მისი ნარატიული პარალელები“. ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის გამოფენის ,,წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" ლექციათა ციკლის ფარგლებში ტარდება.

ჰარი პოტერის ღამე 2019​

თუ დასვენების დღეს თქვენს პატარებთან ერთად ქალაქში გასვლა მოგინდათ, ჰარი პოტერის ღამე ალბათ საუკეთესო ივენთია. ღონისძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით წელს უკვე მეხუთედ იმართება და ერთგული პოტერომანებისთვის შესანიშნავი საშუალებაა, კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ჯადოსნურ სამყაროში და მაგია ახალ მკითხველსაც გაუზიარონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის გვერდს.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>