ფესტივალი Fyre – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ

ძვირადღირებული ფესტივალი Fyre, რომელიც დამსწრე საზოგადოებას ბაჰამის კუნძულებზე VIP გამოცდილებას პირდებოდა, სრული კოშმარი აღმოჩნდა. მის დამფუძნებელს, 27 წლის ბილი მაკფარლანდს, წინა წლის ოქტომბერში 6 წელი მიესაჯა. ასევე, მას 26 მილიონი დოლარით დაჯარიმება ემუქრება. 

სულ მალე Netflix-ი და Hulu ფესტივალის დოკუმენტალურ სერიალს გამოუშვებენ, მანამდე კი თვალი გადავავლოთ განვითარებულ მოვლენებს. 

რამდენიმედღიანი წვეულება და მუსიკალური ფესტივალი ბაჰამის დიდი ანტილის კუნძულების კერძო სანაპიროზე უნდა გამართულიყო. მისმა ორგანიზატორებმა დიდი პიარ კამპანია გამართეს და სოციალურ მედიაში რეკლამის გასავრცელებლად ცნობილი მოდელები დაიქირავეს. მათ შორის ჰეილი ბალდვინი, ემილი რამაჯკოვსკი და ბელა ჰადიდი იყვნენ.

 

რეკლამაში ნაჩვენები ძვირადღირებული გართობის საშუალებები და VIP მომსახურება თეთრი ქვიშის სანაპიროებზე დიდი ტყუილი აღმოჩნდა. 

ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებით, ხალხი ბაჰამის კუნძულებზე მაიამიდან კომფორტული თვითმფრინავით გაემგზავრებოდა, თუმცა ფრენასთან დაკავშირებული გეგმები თავიდანვე საეჭვო ჩანდა. დაგვიანებული ფრენები და ბარგის დაუდევარი მოპყრობა საშინელი გამოცდილების მხოლოდ დასაწყისია.

პიარ კამპანიის მიხედვით, ბილეთის მფლობელებისათვის ფესტივალზე საუკეთესო საჭმელს უზრუნველყოფდნენ, თუმცა ესეც ტყუილი აღმოჩნდა. 

Fyre-ზე კონცერტი არ ჩატარებულა, ვინაიდან მთავარმა გამომსვლელებმა დაკვრაზე უარი განაცხადეს. დაპირებული ბუნებასთან მეგობრული ვილების ნაცვლად, იქ მყოფები სველ კარვებში დარჩნენ. 

ფესტივალის ორგანიზატორს ბრალი სხვადასხვა საქმეში მიუძღვის და მას დღემდე მრავალი ვალი აქვს გადაუხდელი, ამ ფესტივალის ქეისის ნახვას კი დეტალურად სულ მალე შევძლებთ.