ნარჩენებისგან შექმნილი რენესანსი

გადამუშავებული პლასტმასი, ძველი საბნები, გამოუყენებელი ნივთები და ყველაფერი ის, რასაც ხშირად ნაგავზე მოისვრიან ხოლმე, ჰოლანდიელმა ხელოვანმა სიუზან იოგმანსმა 21-ე საუკუნის რენესანსის შესაქმნელად გამოიყენა.

პერსონაჟები მხატვრულ ფოტოსურათებზე ნარჩენებისგან შექმნილ კოსტუმებში პოზირებენ. როგორც თავად სიუზანი ამბობს “იდეა, რომ შექმნა რაღაც ღირებული არაფრისგან, ცვლის ჩვენ აღქმას, თუ როგორ ვხედავთ რეალობას”.

ცელოფანი აბრეშუმს ანაცვლებს, კონსერვის ქილა – აქსესუარებს და იქმნება ერთობ უცნაური, თუმცა ესთეტიური სანახაობა: XIV—XVI საუკუნეებიდან ჩვენს რეალობაში დაბრუნებული ადამიანები.

სიუზანის შთაგონების წყარო სწორედ აღორძინების პერიოდის შემოქმედები არიან, იქნება ეს რემბრანტი, ჰოლბაინი, იან ვან ეიკი თუ სხვ.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>