ბალადა ნენ გოლდინზე # The Ballad of Sexual Dependency

1953 წლის 12 სექტემბერს, ვაშინგტონში, ერთ პატარა ოჯახში ხუჭუჭთმიანი გოგო დაიბადა, სახელად – ნენსი.

ნენ გოლდინი ერთ-ერთი გამორჩეული ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელსაც პირველი შეხება კამერასთან 15 წლის ასაკში ჰქონდა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ საკუთარი თვალით დანახული სამყაროს ფირზე აღბეჭდვა საინტერესო ექსპერიმენტი  შეიძლებოდა ყოფილიყო. ექსპერიმენტმა გაამართლა და დღეს უკვე მსოფლიო იცნობს გოლდინის ნამუშევრებს.

“ბალადა სექსუალურ დამოკიდებულებაზე” (The Ballad of Sexual Dependency 1986) – ნენსის პირველი და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია. 127 კადრისგან შემდგარ პროექტში ადამიანები, მათი ყოველდღიურობა, სექსუალობა, პირადი ცხოვრება და ურთიერთობებია ასახული.

გოლდინი საკუთარ ნამუშევრებში ბევრ ტაბუირებულ საკითხს შეეხო: დრაგ ქვინები და მათი ცხოვრება, ქვიარ ადამიანები, ნარკოდამოკიდებულება, აივ/შიდსის ეპიდემია. ნენსი ხშირად აღნიშნავდა რომ თინეიჯერობის პერიოდში მასზე დიდი გავლენა იქონია მისი დის თვითმკვლელობამ. მას სურდა ქალებისთვის დაწესებული ქცევის ნორმები, საზოგადოებაში დამკვირდრებული სტერეოტიპები და დრო მოჭმული მოთხოვნა-მოლოდინები ახალგაზრდა გოგოებისგან წაშლილიყო. გოლდინი მისი პირველი წიგნის შესავალში დის სიკვდილზე და ამის მიზეზებზე წერს. მიზეზად კი სწორედ საზოგადოების მხრიდან ქალებში სექსუალური ბუნების ჩახშობის მცდელობებსა და სურვილს ასახელებს.

ის, თუ როგორი გზა გაიარა ნენსიმ ცხოვრების განმავლობაში, ამას საუკეთესოდ სწორედ მისი ნამუშევრები გადმოსცემენ: ნარკოდამოკიდებულება, ფიზიკური ძალადობა, უსახლკარობა, ოჯახთან გაუცხოება.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>