ნიკო ფიროსმანი ვან გოგის ნახატებთან ერთად გამოიფინება

ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვენის შემდეგ საფრანგეთის ქალაქ არლში, ვან გოგის მუზეუმში გამოიფინება. 

საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზუმში ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა 2 მარტს იხსნება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმი თავის სივრცეში ქართველი მხატვრის გამოფენის მოწყობით თვითონ დაინტერესდა და შეთავაზებაც სწორედ მათგან წამოვიდა.

გამოფენის ორგანიზებაში ჩართულია საქართველოს კულტურის, განათლებისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც ამ თემაზე საზოგადოებისთვის ვრცელი ინფორმაციის მიწოდებას მომდევნო კვირაში გეგმავს.

გახსენებთ, რომ „ალბერტინას მუზეუმის“ პროექტის ფარგლებში, პირველად გამოიფინა ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც მხატვრის ხსოვნას ეძღვნება.

 

წყარო: www.radiotavisupleba.ge

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>