მაშინ, როდესაც საკვების გამოძახება საუკეთესო არჩევანია, ანუ #რავჭამო

გადატვირთული სამუშაო გრაფიკისა და დროის არ ქონის გამო, საკვების ადგილზე გამოძახება ხშირად საუკეთესო არჩევანია. სულ რამდენიმე წუთია საჭირო და თქვენი შეკვეთა სასურველ ლოკაციაზე მოგაკითხავთ. 

გამოძახების სერვისი, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება, საკვები ობიექტების არჩევანი კი იზრდება. 

ჩვენი გამოცდილებით, გიზიარეთ რამდენიმე ობიექტს, რომელიც საუკეთესო პასუხია კითხვაზე #რავჭამო

Strada

სტრადაში ფასი და ხარისხი ნამდვილად შეესაბამება ერთმანეთს. მენიუს ჩამონათვალში, თითქმის, ყველაფერს ნახავთ: სალათები, მრავალნაირი ბრინჯი აზიურად, ბურგერები და სენდვიჩები, პასტა და ატრია, პიცა, წვნიანი. სტრადა, ასევე, მომხმარებლებს ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელის დიდი არჩევანს სთავაზობს.

სტრადას, გამოძახების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, ლოდინის ხანგრძლივობა 30 წუთის ფარგლებში მერყეობს. თუ თვითონ რესტორანს გადაწყვეტთ რომ ეწვიოთ, არც ამ შემთხვევაში დარჩებით უკმაყოფილო: გარემო, მომსახურების ხარისხი და საკვები ნამდვილად დაიმსახურებს თქვენს მოწონებას. 

Fire Wok

Fire Wok-ში ტაილანდური ბრინჯის, ლაფშასა და სუპის დაგემოვნება შეგიძლიათ. იმის გამო, რომ შეკვეთები აქ ყოველთვის ბევრია, გამოძახების სერვისის დრო მითითებულ 20-30 წუთთან შედარებით ხშირად იგვიანებს. თუმცა, თუ ლოდინი დიდად არ განაღვლებთ და აზიური სამზარეულოც გიყვართ, აქ ხელმისაწვდომ ფასად გემრიელად ჭამას შეძლებთ. 

მათი პატარა და მარტივი მენიუ საუკეთესოა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებას დიდ დროს ანდომებენ. მეგობრებთან ერთად სახლში ყოფნისას და ფილმის ყურების დროს წახემსებისთვის Fire Wok-ის აზიური საჭმელი მართლაც საუკეთესოა. 

Kiwi

თუ სამეგობრო წრეში ვეგეტარიანელი ან ვეგანი მეგობარი გყავთ, ვინც საჭმლის გამოძახებას დიდ დროს ანდომებს, გირჩევთ ვეგანურ კაფეს – Kiwi. მათი მენიუ მარტივი, თუმცა მრავალფეროვანია. 

Kiwi Cafe ივანე მაჩაბელის ქუჩაზე მდებარეობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ლოკაციის გათვალისწინება, თუ ვეგანური საკვების დაგემოვნებას გადაწყვეტთ. 

Tabla

თუ ქართული საჭმელი მოგინდათ, თუმცა რესტორანში ჯდომის ხასიათზე არ ხართ, ჩვენი რეკომენდაცია Tabla-ს გამოძახებაა. მიტანის დრო, როგორც მითითებულია, სტანდარტულად 35-50 წუთამდე მერყეობს, ამიტომაც შედარებით ხანგრძილივი ლოდინისათვის მზად უნდა იყოთ. 

Tabla-ს ფასები საშუალოზე მაღალია, მენიუ კი ქართული რესტორნის შესაბამისი. აქ მრავალნაირი კარგად მომზადებული ქართული კერძის დაგემოვნებას შეძლებთ. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>