To Do List︱15 თებერვალი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

საგამოფენო პროექტი 'კომუნალურები'

თუ გამოფენაზე წასვლა გსურთ, გთავაზობთ გალერეა საწყობის ღონისძიებას ,,კომუნალურები":

,,ცნობიერების ჩამოყალიბების პროცესი პირდაპირ კავშირშია გარემოსთან, მისი რესურსების შესწავლასა და მასთან ურთიერთობის ფორმებზე. საგამოფენო პროექტი 'კომუნალურები' სწორედ ამ ურთიერთქმედების რეფლექსიის და გამოხატვის მცდელობაა. ბუნებრივი რესურსების მონეტარული თარგმნა, საგადასახადო პოლიტიკა, გარემოს უსაფრთხოება და სხვა მნიშვნელოვან შრეებთან ერთად გამოფენა გარემოსთან შესაძლო შემოქმედებითი თანამშრომლობის ფორმებს გამოავლენს."

პროექტი დღეს, 15 თებერვალს, გაიხსნება და 17:00- 22:00 საათამდე გაგრძელდება. მისამართი: თაბუკაშვილის 35. 

Ballroom Opening Party

თუ ახალ ვეგეტარიანულ კაფეს ეძებთ, ამავდროულად კი ქვიარ მეგობრული ადგილების ნაკლებობას განიცდით, გირჩევთ დაესწროთ თანასწორობის მოძრაობის ახალი კაფე-ბარის გახსნას 'BALLROOM': 

,,თანასწორობის მოძრაობაში იხსნება ახალი ქვიარ ვეგეტარიანული კაფე-ბარი BALLROOM ქვიარ თემისა და მათი მეგობრებისთვის. BALLROOM, მულტიფუნქციური სივრცეა, სადაც ჩვენი მზარეულის მიერ მომზადებული ვეგეტარიანული კერძების დაგემოვნების გარდა, შეხვედრების, გამოფენებისა და ღონისძიებების სტუმრები თუ მონაწილეები გახდებით. ბოლრუმი ახალი და საინტერესო ამბების გაზიარების, ერთმანეთის ნახვისა და გაცნობის, ქვიარ თემის და მისი მეგობრების გაძლიერების შესაძლებლობას მოგვცემს."

ბარბორა გალო – ნება მომეცი დაგაკავშირო

რუსთაველზე თუ მოხვდებით, აუცილებლად შეუარეთ ,,პატარა გალერის" ვარდების რევოლუციის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელზე. გამოფენის ნახვა შეგიძლიათ ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში:

,,მე გავაკეთე საკურთხეველი ნივთებისგან, რომლეთაც ჩემი ყოველდღიურობის ნაწილად მივიჩნევ. ეს შეპყრობილობას ჰგავს: შეიძლება ვებრძვი რაღაც სახის ფეტიშიზმს, ან ვცდილობ დავივიწყო ჩემი წარსული და მოვიშორო უსარგებლო ნივთები.
ობიექტები წარმოდგენილია მათი რეალური ფორმით, ან სიმბოლური შემცვლელებით და მათ გარკვეული წყობა აქვთ. ისინი განლაგებული თხრობის გათვალისწინებით, რომელიც სქემატური დიაგრამას ქმნის, დიაგრამა კი ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს."

Laboratory of Sonic Arts : Opening

პარასკევს, 15 თებერვალს, 20:00 საათზე სტამბაში ხმოვანი ხელოვნების ლაბორატორია იხსნება. პრეზენტაცია პირველ რიგში ლაბორატორიის პროგრამაზე მოგიყვებათ და გაგრძელდება იმპროვიზაციული სესიით.

მონაწილეობენ: ნატალია ბერიძე, გიორგი ცაგარელი და ბენ უილერი. კურატორი: ვაჟა მარი. 
 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>