BLUSH – ხელნაკეთი ჩანთები #საქართველოდან

ფოტო – ლუიზა ჩალათაშვილი

1. როდის შეიქმნა BLUSH და რატომ აირჩიეთ ჩანთების წარმოება?

ჩანთების წარმოება სპონტანურად გადავწყვიტეთ. იდეა როგორც კი გაგვიჩნდა, მეორე დღესვე ვიზრუნეთ მის განხორციელებაზე და უკვე მესამე წელია რაც ჩვენი ბრენდი არსებობს. 

ფოტო – Guilia Ricciotti

2. თქვენი ჩანთები დამზადებულია ნატურალური ტყავისაგან. რამდენად მოთხოვნადია ის დღეს ბაზარზე და აპირებთ თუ არა ამ მასალის ჩანაცვლებას?

ნატურალური ტყავის გარდა ბევრი სხვა მასალაც გვაქვს გამოყენებული, მაგალითად ხავერდი, ბრეზენტი, ტყავის შემცვლელი (დერმატინი). სამწუხაროდ ქვეყანაში მასალის დიდი არჩევანი არ გვაქვს, მაქსიმალურად ვცდილობთ სხვა საინტერესო მასალის აღმოჩენას. ნატურალური ტყავი საკმაოდ ძვირია ბაზარზე, მაგრამ მომხმარებელი მაინც ტყავს ანიჭებს უპირატესობას.

3. ვინ არის თქვენი მომხმარებელი და რითია თქვენი პროდუქტი გამორჩეული?

ძირითადათ ჩვენი მომხმარებელი ქართველი ახალგაზრდები არიან, თუმცა უცხო ქვეყნებიდანაც ხშირად გვწერენ და მათაც ვუგზავნით ჩვენს ჩანთებს. ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროდუქციიდან ნებისმიერი ასაკის, სქესისა და ორიენტაციის ადამიანი შეარჩევს სასურველ ჩანთას. 

ფოტო – თინა შაბურიშვილი

4. რა არის BLUSH-ის შემდეგი ნაბიჯი და რა არის მისი საბოლოო მიზანი?

ზაფხულში ლიმიტირებული რაოდენობის სარაფნები შევკერეთ, რომელიც წარმატებით გაიყიდა. უკვე დიდი ხანია ტანისამოსისა და სხვადასხვა აქსესუარების დამატებაც გვინდა. დიდი იმედი გვაქვს გამოგვივა ეს ჩანაფიქრი და ბევრ სხვა პროდუქციას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს. 

ფოტო – ლევან მაისურაძე

5. სად შეიძლება თქვენი ჩანთების შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია ის მყიდველისათვის?

ძირითადად ინტერნეტით ვყიდით. ასევე, ფაბრიკაში “black dog shop”-ში და buyers.ge ზე შეიძლება ჩვენი ჩანთების შეძენა. 

 

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბრენდის ინსტაგრამ გვერდს

View this post on Instagram

Black & mint fire bag Natural soft leather

A post shared by BLUSH (@blushhandmade) on