დამხმარე აპლიკაციები თქვენი ინსტაგრამისთვის #Instagram

ინსტაგრამი 2010 წელს ჩაეშვა და მას შემდეგ მომხმარებლემა ქსელში 40 მილიარდზე მეტი ფოტო გააზიარეს. დღიურად კი 80 მილიონი სურათი იდება პლატფორმაზე. 
დღეს ინსტაგრამს ადამიანები საკუთარი თავის გამოსახატად, ნამუშევრების გასაყიდად, სამუშაოდ, ან უბრალოდ საინტერესო კონტენტის განსათავსებლად და სანახავად იყენებენ. 

და რა დამხმარე აპლიკაციები შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ჩვენი ინსტაგრამი უფრო საინტერესო გახდეს?

Afterlight 2 

ფოტოების დასამუშავებლად, ახალ-ახალი ეფექტების გამოსაყენებლად და სხვადასხვა ინსტრუმენტების ასათვისებლად Afterlight 2 კარგი აპლიკაციაა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, რომ თავად შექმნან საკუთარი ფილტრები, რომელთა გამოყენებაც სურთ სურათებზე. აპლიკაციის ფასი $3-მდე მერყეობს. 

Followers Pro +

თუ გაინტერესებთ, ვინ დაგაფოლოვათ, ვინ დაგბლოკათ, ვინ წაგშალათ გამომწერთა სიიდან, რამდენი ადამიანი გყავთ ცალმხრივად დაფოლოვებული და ა.შ მაშინ ეს აპლიკაცია თქვენთვისაა. 
Followers Pro + საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ თუ როგორი კონტენტი მოსწონს თქვენს გამომწერებს, რა უფრო აინტერესებთ მათ და რამდენი გამომწერისა და მოწონების მოტანა შეუძლია თითო პოსტს. 

Snapseed

ანდროიდის მომხმარებლებს Google-ი პროფესიონალური ფოტო დამუშავების აპლიკაცია Snapseed-ს სთავაზობს. Snapseed-ი iPhone-ისა და iPad-ის მომხმარებლებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. მას 29 ეფექტი და მრავალი სხავდასხვაგვარი ფუნქცია აქვს.  აპლიკაცია სრულიად უფასოა.

HUJI

 

თუ ფირის ფოტოგრაფია გიზიდავთ და მოგწონთ დაძველების ეფექტის მქონე სურათები, HUJI სწორედ ფირის ფოტოგრაფიის ახალი ალტერნატივაა. აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-სა და Android-ზე.

Quik 

ვიდეო გიგანტი GoPro მომხმარებლებს ვიდეო დამუშავებისთვის აპლიკაცია Quik-ს სთავაზობს. თუ GoPro-ს სტილის ვიდეოები მოგწონთ, მაშინ ეს app-ი საშუალებას მოგცემთ მსგავსი ვიდეოები გადაიღოთ, დაამუშაოთ და მუსიკაც მოარგოთ მას თქვენი გემოვნებით. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>