ხუთი გამორჩეული არქიტექტორი ქალი

გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ხშირად მიზეზია იმისა, რომ ვერ ვხედავთ თუ რა როლს ასრულებენ ქალები სხვადასხვა სფეროს განვითარებასა და წინსვლაში. 

დღესდღეობით, საბედნიეროდ, ბევრი ორგანიზაცია და კომპანია უწყობს ქალებს ხელს, რომ გადალახონ პროფესიული ბარიერები, შეძლონ წინსვლა და კარიერული წარმატების მიღწევა. 

გთავაზობთ ხუთ გამორჩეულ არქიტექტორ ქალს, რომლებმაც შეძლეს და სამუდამოდ დაიმკვიდრეს სახელი ამ სფეროში: 

ზაჰა ჰადიდი

1950 წელს ერაყში დაბადებული ზაჰა ჰადიდი პირველი ქალია, რომელმაც 2004 წელს არქიტექტურულ სფეროში უმაღლესი ჯილდო Pritzker Architecture Prize მიიღო. ზაჰას არ აშინებდა ექსპერიმენტები. ის მიდიოდა რისკზე და სამყაროსთვის არქიტექტურაში ახალ-ახალ ჰორიზონტებს ხსნიდა.


ნერი ოქსმენი 


 

ისრაელში დაბადებული ნერი ოქსმენი ტერმინის Material ecology შემომტანია. ის პირველია, რომელმაც შექმნა ე.წ ცოცხალი შენობები. არქიტექტურაში ის ბუნების სხვადასხვა ელემენტს აქტიურად იყენებდა. 

ჯულია მორგანი

ჯულია მორგანი პირველი ქალია, რომელმაც პარიზის პრესტიჟულ უნივერსიტეტში არქიტექტურის განხრით უმაღლესი განათლება მიიღო, შემდეგ კი კალიფორნიაში პროფესიონალ არქიტექტორად მუშაობდა. 45 წლიანი მუშაობის შედეგად მას ეკუთვნის ასობით ეკლესიის, საგანმანათლებლო სივრცის, საოფისე შენობებისა და სახლების პროექტები. 

მაია ლინი

მაია ლინი ცნობილია საკუთარი მინიმალისტური სტილის მონუმენტებითა და სკულპტურებით. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში ვიეტნამის ვეტერანთა მემორიალის დიზაინი შექმნა, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს. 

მარიონ მაჰონი გრიფინი

მარიონ მაჰონი გრიფინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა ამ სფეროში. ის მსოფლიოში პირველი ქალია, რომელიც ოფიციალურად მუშაობდა არქიტექტორად. მის სახელს ბევრი ცნობილი შენობა-ნაგებობა უკავშირდება, თუმცა, ის წლობით ცხოვრობდა კაცი თანამშრომლების ჩრდილქვეშ. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>