To Do List︱22 თებერვალი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

გვანცა ჯიშკარიანი, თამო ჯუღელი – Two Solo Shows

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ – ორი სოლო გამოფენა: გვანცა ჯიშკარიანი, თამო ჯუღელი.

გამოფენა 21 თებერვლიდან 7 აპრილამდე გაგრძელდება. გალერეა ღიაა დამთვალიერებლისთვის სამშაბათიდან კვირის ჩათვლით, 11:00-19:00 სთ.

მისამართი: პ. ინგოროყვას ქ. 14, თბილისი.​ www.projectartbeat.com

ქალი მეზობლად – ფილმის ჩვენება და დისკუსია

კვირას, 18:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართება ფრანსუა ტრიუფოს ფილმის, „ქალი მეზობლად“, სპეციალური ჩვენება
სეანსამდე შესავალს გაუკეთებს, ხოლო ფილმის დასასრულს რეჟისორის შემოქმედებაზე ისაუბრებს, კინოკრიტიკოსი ბაჩო ოდიშარია

Buyers X Cosmos

დღეს BUYERS-ის შოურუმში CosMoshoodies ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდება. ახალი კოლექცია, არტ ინსტალაცია და ვიდეო პრეზენტაცია + refreshments. 

დაწყების დრო: 22 თებერვალი, 19:00 საათი

მისამართი: BUYERS-ის შოურუმი, ქ. თბილისი, გერონტი ქიქოძის ქ.11

Risk – ჩემპიონატი წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში

კვირას – 24 თებერვალს, 15:00 სთ-ზე წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბში ჩატარდება ჩემპიონატი ,,რისკში".

მონაწილეობის მისაღებად თითოეულმა ადამიანმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/2BwS3Mk.

თამაშის საფასური: 12 ლარი. გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი – 2 აბონემენტი (თითო 6 ვიზიტიანი) და ასევე მეორე პრიზი, რომელიც საიდუმლოდ რჩება ჩემპიონატის ფინალამდე.

Fuckup Nights Tbilisi vol. 10 & Fuckup Book Presentation

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ საქმიან წარუმატებლობას ფართო აუდიტორიას უზიარებს.

ივენთის ფარგლებში იქნება Fuckup Book-ის ქართული გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი Tbilisi Startup Bureau და ბიზნესლიტერატურის პროექტ ლურჯი ოკეანე • Blue Ocean თანამშრომლობის ფარგლებში გამოიცემა. Fuckup Book Fvckup Nights-ის მოძრაობის ნაწილია და სწორედ ამ ღონისძიების იდეის ავტორებს ეკუთვნით.

ღონისძიება შედგება 28 თებერვალს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ფაბრიკაში (ეგნატე ნინოშვილის ქუჩა #8).

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>