ყვავილები ნენსი ბლუმისგან #StreetArt

ნენსი ბლუმი ბრუკლინში დაფუძნებული ხელოვანია, რომლის მთავარი მიმართულება ხატვა და ძერწვაა. ნენსის ნამუშევრებს ახასიათებს მე-16 და მე-17 საუკუნის სტილის ყვავილების შემცვლელი ელემენტები. 

რამდენიმე ხნის წინ მან ნიუ იორკის 28-ე ქუჩის გაჩერებაზე ფერად-ფერადი ყვავილების მოზაიკა გააკეთა. როგორც თვითონ ხელოვანი ამბობს, ამ ყვავილებს ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ისინი გლობალური დათბობით გამოწვეულ კლიმატის ცვლილებას უძლებენ.