პირველი ქართული აპლიკაცია ქალებისთვის – “ჩემი კალენდარი”

by Ellen Surrey

არასამთვრობო ორგანიზაციამ "თანადგომა" შექმნა პირველი ქართულენოვანი აპლიკაცია ქალებისთვის. აპლიკაცია "ჩემი კალენდარი" საშუალებას მოგცემთ მუდმივი მონიტორინგი გაუწიოთ საკუთარ რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, გამოსადეგი ინფორმაცია მიიღოთ ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით და მიიღოთ შეტყობინებები ექიმთან დაგეგმილი ვიზიტებისა თუ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებით.

by Paula Alvarez Alves (Alvz)

აპლიკაცია ორი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი არის კალენდარული მეთოდი, რომელიც მოგაწვდით ინფორმაციას პრემენსტრუალური სინდრომის, ფერტილური დღეებისა თუ ოვულაციის შესახებ. მეორე ნაწილი კი საინფორმაციოა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გაიგოთ მეტი ქალის ორგანიზმის ფიზიოლოგიისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ.

აპლიკაცია მისაწვდომია, როგორც ანდროიდის, ასევე, IOS-ის მომხმარებლებისთვის.

Google Play – bit.ly/2dBZKCZ
App Store – apple.co/2eofrh8