იაიოი კუსამას საოცრებათა ქვეყანაში

"Forget yourself. Become one with eternity. Become part of your environment."

პოპ-არტის, სურეალიზმისა და მინიმალიზმის ნაზავი, განმეორებადი ფიგურები, ფსიქოდელური ფერები – 89 წლის იაპონელ ხელოვან იაიოი კუსამას მსოფლიო გამორჩეული ხედვითა და ხატვის სტილით იცნობს. 

კუსამას ცხოვრების განმავლობაში ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უმუშავია, იქნება ეს კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვ.

როგორც თავად ამბობს, ჰალუცინაციები, სუიციდურ-ობსესიური აზრები მისი შთაგონების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. 

იმისდა მიუხედავად, რომ ბავშვობაში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო, კუსამას თავისუფლებისკენ სვლის ტემპი არასდროს შეუნელებია. 1950-იან წლებში რამდენიმე გამოფენა ქონდა იაპონიაში, 1957 წელს კი საბოლოოდ გადავიდა ამერიკაში და სახელი დაიმკვიდრა, როგორც პოპ-არტისა და ავანგარდის ერთ-ერთმა საინტერესო წარმომადგენელმა. 

მოგვიანებით იაიოი კუსამამ გადაწყვიტა მენტალური ჯანმრთელობისთვის მეტი ყურადღება დაეთმო, ამიტომ 89 წლის ხელოვანი 1977 წლიდან დღემდე, საკუთარი სურვილით, ტოკიოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტში ცხოვრობს. 

2008 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკის კრისტის აუქციონზე მისი ერთ-ერთი ნამუშევარი რეკორდულ თანხად,  $5,1 მილიონ აშშ-ის დოლარად გაიყიდა. 2014 წელს კი, მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობის მიხედვით, კუსამა  მსოფლიოში ყველაზე პოპულარული არტისტად დასახელდა. 

 

 

 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>