თორმეტი ფილმი || ანანო ბაკურაძე

 

“სახლი რომელიც ჯეკმა ააშენა” კანის კინოფესტივალზე პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული ლარს ფონ ტრიერის ბოლო კინოსურათის სახელია. 2018 წელს კანმა ტრიერს აპატია შეცდომა და არც მეტი არც ნაკლები მთავარ კონკურსში ფილმით დააბრუნა. მოქმედება 70იანი წლების ამერიკაში ხდება ჩვენ მივყვებით ჯეკის 5 საზარელ ინციდენტს და გზადაგზა აღმოვაჩენთ გვამებს რომელიც მისი სერიული მკვლელობების ციკლიდანაა. ისტორია ჯეკის გადმოსახედიდან ვითარდება. ის ყოველ მიცვალებულს ხელოვნების შედევრად აღიქვამს. მიუხედავად იმისა რომ ჯეკს პოლიცია კვალდაკვალ მიყვება, ის კიდევ და კიდევ უფრო რისკავს თავისუფლებას. უმა თურმანი ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

კინორეჟისორი, რომელიც დღეს ისტორიის ნაწილია, კანის 71 ე კინოფესტივალის საკნკურსო პროგრამისთვის – დასურათებული წიგნი გამოაგზავნა. ჟან ლუკ გოდარის ცუდი სიზმარი ქარიშხლიან ღამესაა დაწერილი. რბილი ხმით მოყოლილი დიდი ამბები, ისტორიის შეჯამებაცაა და ამჟამინდელი მოვლენების კოლაჟიც. გამოსახულებით და ხმით მოთამაშე რეჟისორი, არტურ რემბოს ლექსს ბომბის აფეთქების ხმას ანაცვლებს. იხსენებს საკუთარი შემოქმედების პირველ შეგრძნებებს და გადაწვდება რუსეთს. საინფორმაციო ქრონიკას ექსპერიმენტულ იმიჯებს უფენს. დაკარგულ არაბულ ღამეებს იხსენებს. უნიკალური არქივის საშუალებით დემონსტრირებს კინოს შესაძლებლობის არსებულ და არარსებულ საშუალებას და მაინც, ყველა ახალი აბზაცი ომზე მინიშნებით სრულდება.

რუსი რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი მოსკოვში გოგოლის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მისი პოლიტიკური განცხადებების გამო ის დღეს პატიმრობაში იმყოფება. მახსოვს კანში პრესკონფერენციაზე მედიატორმა მოგვიყვა რომ საფრანგეთის საგარეო სამინისტროს დახმარებით კანიდან პუტინს წერილი მიწერეს, რათა გამონაკლისი დაეშვათ და სერებრენიკოვი კანში პრემიერისთვის ჩამოსულიყო, თუმცა პუტინმა უპასუხა რომ რუსეთში სასამართლო დამოუკიდებელია და მათ გადაწყვეტილებაში თვითონ ვერ ჩაერევა, ამიტომ ფილმის გუნდი წითელ ხალიჩაზე სერებრენიკოვის გარეშე წარსდგა. ფილმი სახელწოდებით ზაფხული მოგვითხრობს ამბავს ვიქტორ ცოიზე, იმ დროის შესახებ, როცა ის ჯერ კიდევ არაა ცნობილი. ფილმი 2 საათს გრძელდება და გადმოცემის ფორმა რომელსაც რეჟისორმა მიაგნო საკმაოდ საინტერესოა.

shoplifters-"მაღაზიის ქურდები", იაპონელი რეჟისორის ჰიროკაზუ კორე ედას კინოსურათია, რომელსაც 2018 წელს ქეით ბლანშეტის ჟიურიმ კანში პალმის რტო გადასცა. აღმოსავლური კინო 71-ე კანის გამოშვებაში ბრწყინავდა და 2019 წლის ბერლინალეზეც. ამ ფილმის სინოფსისს შეგნებულად არ დავწერ, უბრალოდ ჩართეთ და უყურეთ თავიდან ბოლომდე.

System Crasher

რეჟისორი : Nora fingscheidt

ბენი ერთი შეხედვით 9 წლის დამნაშავე გოგოა. ის არღვევს ყველა წესს, თავშესაფრიდან კლინიკაში და კლინიკიდან თავშესაფარში დაჰყავთ, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ბენი არ ემორჩილება იმ ადგილის წესებს და სოციალური სამსახურის მუშაკები იძულებულები არიან შეუცვალონ ადგილი, თუმცა ბენის ერთადერთი რაც უნდა დედასთან დაბრუნებაა, ქალთან რომელიც უუნაროა გამოიცნოს თავისი ქალიშვილის ურთიერთგამომრიცხავი ქმედებები.

The golden glove

რეჟისორი : ფატი აკინი

მოქმედება 70იანი წლების ჰამბურგში, სენტ პაულის უბანში ვითარდება. ალკოჰოლზე დამოკიდებულები, მეძავები, აზარტული მოთამაშეები და უბრალოდ მარტოსულები. ფრიც ჰონკაც ერთ-ერთი მათგანია. ფილმი გვიამბობს მოძალადე, მკვლელ კაცზე რომელსაც მეძავები სახლში მიჰყავს, აუპატიურებს და კლავს. ადამიანები ომის შემდგომ გერმანიაში, პოსტ-ომის ტრამვები, ბნელი გერმანია.

ფატიჰ აკინი წარმოშობით თურქი გერმანიაში მოღვაწე რეჟისორია, 2017 წელს კანში წარსდგა მთავარ კონკურსში ფილმით “ჩრდილქვეშ” და მთავარი როლის შემსრულებელმა დაიან კრუგერმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პალმა აიღო. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ოჯახის შესახებ, ერთ დღეს დაიან კრუგერის გმირის ქმარი და შვილი ტერორისტულ აფეთქებაში ყვებიან და იღუპებიან.

ვისაც თანამდროვე ფრანგული კინო და გიომ კანე გიყვართ, გირჩევთ ნახოთ "პატარა ცხვირსახოცები". ბერლინალესა და კანის კინოფესტიოვალების საკონკურსო ფილმებისგან განსხვავებით ეს ბევრად უფრო მსუბუქი კინოსურათია. ამიტომ მოხვდა ჩემს სიაში, ბალანსისთვის. ფილმი ერთი ბავშვობის სამეგობროზე მოგვითხრობს და ირონიის, იუმორისა და სევდის ძალიან კარგი სინთესია.

"შავი კუკლუსკლანი" ჩემი ყველა დროის ყველაზე საყვარელი რეჟისორის სპაიკ ლის 2018 წლის კინოსურათია. მოგეხსენებათ კუ კლუს კლანი, ძირითადად აშშ-ს სამხრეთით, რასისტული და ტერორისტული დაჯგუფებების სახელია. მე პირადად ფილმის ყურებისას "ქართული მარში" მახსენდებოდა და დარწმუნებული ვარ ყველა ქართველს ვისაც ამ ორგანიზაციის სახელი გაგონილი აქვს რაიმე კონტექსტში, მათაც გაახსენდებათ. მოკლედ აღმოჩნდა რომ მარშელები ყველგან არიან და თუ იურმორით შევხედავთ ბევრად უფრო გაგვიმარტივდება მათი რეალური სახის აღქმა.

"კენჭის გავლა" ასე ჰქვია ფრანგულ ფილმს სადაც მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და ლუი გარელი ინაწილებენ. ფილმი არანორმალურ სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს და ვფრთხილობ წერისას რამე სპოილერი არ აღმოჩნდეს რადგან, სცენარის მთავარი საიდუმლოებები გზადაგზა იხსნება.

“უტოია 22 ივლისი” ნორვეგიელი რეჟისორის ერიკ პოუპის ფილმია რომელიც რეალურ ისტორიაზე შეიქმნა. 2011 წლის 22 ივლისის შემდეგ ნორვეგიის გაგონებაზე ერთ-ერთი პირველი ბრეივიკი გვახსენდება. ფილმი მოგვითხრობს ამბავს უტოიას კუნძულზე დატრიალებული მასობრივი მკვლელობის შესახებ. უწყვეტი კადრი 74 წუთი გრძელდება ზუსტად ამდენ ხანს გრძელდებოდა რეალურად სროლა კუნძულზე 2011 წლის 22 ივლისს.

და ბოლოს "burning"-"ალმოდებული" ლი ჩან დონგის კინოსურათია, ვისაც მისი ფილმი "პოეზია" გინახავთ, მიხვდებით, რომ ეს ფილმიც აუცილებლად სანახავია და რაც შეიძლება დიდ ეკარნზე

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>