To Do List︱2 მარტი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

გია ბუღაძე: „ლეონარდო – უცნობი და ნაცნობი“


საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ლეონარდო და ვინჩის გარდაცვალებიდან 500 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ციკლს და წარმოგიდგენთ მულტიმედიურ საგანმანათლებლო პროექტს – ლეონარდო – Opera Omnia | Leonardo Opera Omnia

პროექტის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ლექციათა ციკლს ცნობილი იტალიელი მხატვრის, მოქანდაკის, არქიტექტორის, გამომგონებლის, ინჟინერისა და მეცნიერის – ლეონარდო და ვინჩის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

პირველ ლექციას გამართავს გია ბუღაძე: „ლეონარდო – უცნობი და ნაცნობი“. ლექციის დრო: 2 მარტი, 14:00

OPEN CALL​ – პატარა გალერეა

პატარა გალერეა აცხადებს იდეების მიღებას. გსურთ თქვენი გამოფენა მათ პატარა სივრცეში მოაწყოთ?
აირჩიეთ ორი მოცემული თემიდან ერთ-ერთი და მოიფიქრეთ რას გააკეთებდით. პრიორიტეტი მიენიჭება ნამუშევრებს, რომლებიც გალერეის სივრცეს აითვისებენ. 

მოცემული თემებია: 1. არ არის წარსული, მხოლოდ მომავალია. 2. ყველაფერი იციან. Deadline: 26 მარტი. 

გალერეის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ pataragallery.com

Red Light Night hosted by Levan Maisuradze

2 მარტის შაბათის Home Party – RED LIGHT NIGHT-ის მასპინძლად წარმოგიდგენთ Levan Maisuradze-ს.

მუსიკალური ფონი 9 საათიდან შერჩეულია ჰოსთის გემოვნებით. 
ვიზუალის ინსპირაცია : კუბრიკის დასასრულები. 

წესები: 1. "გულგახსნილი" წითელი ტანსაცმელი ან/და აქსესუარი; 2. გულგრილი მზერა; 3. გულთბილი მადლობა ჰოსთს.
 

როზადან სიმონამდე 2019

ფემინისტური ფილმების ფესტივალის "როზადან სიმონამდე" 2019 წლის გამოშვების განსაკუთრებულ ფოკუსში სხეულია – არა (მხოლოდ) როგორც ანატომიური ფენომენი, არამედ როგორც პოლიტიკური, სოციალური, კულტურული, გენდერული და სხვა იდენტობების მქონე სუბიექტი.

მათი კინოპროგრამის გაბედული რეჟისორები ახერხებენ ადამიანის სხეულში და მის გარეთ არსებული შეზღუდვები და შესაძლებლობები, მათი როლი სექსუალობის ჩამოყალიბებასა და თვითაღქმაში, ერთი მხრივ ემპათიით, სიფრთხილით და სენსიტიურობით გამოიკვლიონ, მეორე მხრივ კი რადიკალური გამოწვევებით და შიშველი გულწრფელობით მიგვიძღვიან ამ ფუნდამენტურ მოგზაურობაში.

ფესტივალის განახლებადი პროგრამა შეგიძლიათ მათ Facebook გვერდზე იხილოთ.

სეანსები 8-10 მარტამდე Politika-ში გაიმართება. 

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>