მუსიკიდან ციფრული მარკეტინგის ასოცირებულ პროფესორობამდე 

„დატაიზმს“ (data – მონაცემები) 21-ე საუკუნის რელიგიასაც ეძახიან. განსხვავებით სხვა რელიგიებისგან იგი არ ეთაყვანება არც ღმერთებს და არც ადამიანებს, მისი მთავარი ღირებულება მონაცემებია.  მონაცემების დამუშავების გარეშე წარმოუდგენელია როგორც სერიოზული სამეცნიერო კვლევების, ისე ზოგადად ბიზნესის წარმოება. მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება. თანამედროვე ციფრული სამყარო უადვილებს ადამიანებს ინფორმაციის ოკეანეში საჭირო მონაცემების მოძიებას.  მაგრამ მხოლოდ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ არის საკმარისი, საჭიროა, ვოცოდეთ, როგორ დავამუშაოთ და გამოვიყენოთ ის.

         ციფრული მარკეტინგი აღმოჩნდა ნიკა გვახარიასთვის ინტერესი, რომელიც ბოლოს პროფესიად იქცა.

თუმცა ჯერ იყო მუსიკა…

“90-იანების ბოლოს თბილისიდან მექსიკაში გადავედი საცხოვრებლად, სადაც 6 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი. იქვე დავამთავრე საერთაშორისო სკოლა, მოგვიანებით კი Music Production-ის განხრით ჩავაბარე უნივერსიტეტში.”

მუსიკა ნიკასთვის თავისუფლებასთან ასოცირდება, ამიტომ მისი რუტინულ საქმიანობად ქცევა არასდროს ყოფილა ნიკას თვითმიზანი. 2005 წელს ჩააბარა ამერიკის სენტ ლუისის უნივერსიტეტში, მადრიდში, საერთაშორისო კომუნიკაციების განხრით. “ვფიქრობდი, ეს არჩვენი მომცემდა საშუალებას შემექმნა ჩემი ჰობისა და პროფესიის საინტერესო ნაზავი, რომელიც ახალი სიტყვა იქნებოდა მუსიკალურ-ციფრულ სამყაროში.”

“ – ამ პერიოდში, როდესაც ერთადერთი თვით 'ფრომოუშენის' პლატფორმა ძალიან ლიმიტიერბული საიტი: myspace  იყო, მეგობართან ერთად ვმუშაობდი Soundcloud-ის მსგავსი პლატფორმის შექმნაზე, რადგან ვხედავდი, რომ მუსიკოსებისთვის არ არსებობდა სივრცე, სადაც ისინი საკუთარ ნამუშევრებს განათავსებდნენ. პროექტზე, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავეთ. ამ პერიოდში სწავლას ვამთავრებდი და ძალიან გადატვირთული გრაფიკი მქონდა. ამ ყველაფრის პარალელურად გამოვიდა Soundcloud-ი, რომელიც ჩვენი იდეის ანალოგიური იყო. ჩვენც ტემპი და მოტივაცია ნელნელა დავაგდეთ. საბოლოოდ, სტარტაპს დასრულებული სახე ვერ მიეცა.”

ამ ფაქტის მიუხედავად, 2012 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნიკამ საბოლოოდ შეაბიჯა ციფრულ სამყაროში და დაგროვილ ცოდნას აკადემიური სახე მისცა – ჩააბარა მადრიდში, მაგისტრატურაზე ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

“ – მაგისტრატურა დავამთავრე თუ არა, მოვხვდი ერთ-ერთ წამყვან კომპანიაში “Findasense”-ში. ეს კომპანია მართავდა ძალიან სერიოზული Account-ებს, ისეთებს როგორიც არის Coca cola, Lenovo თუ სხვ. მე მოვხვდი Lenovo-ს account-ზე. გამომართლა, ეს იყო უდიდესი და უმნიშვნელოვანესი გამოცდილება ჩემთვის, ვინაიდან ვმუშაობდი Lenovo-ს გლობალურ ბრენდზე.”

წელიწადნახევრის შემდეგ უკვე Spiroox Media-სგან მიიღო ძალიან საინტერესო შემოთავაზება.  Spiroox Media-ში ჯერ digital media buyer-ად ხოლო შემდგომ account manager-ად მუშაობდა. სამი წლის შემდეგ კი, მისთვის კონსულტანტის სტატუსით ციფრულ სფეროში დახმარების თხოვნა აღმოჩნდა რეალური მიზეზი, ემუშავა დამოუკიდებლად კერძო დაკვეთებზე.

“ – უკვე მყავს ჩემი გუნდი, იქნება ეს ვებ-დეველოპერები,  დიზაინერები და სხვ.  მე ვუკეთებ პროექტებს კოორდინაციას. ჩემი მთავარი ძლიერი მხარე არის ის, რომ ვიცი, თუ რა, როგორ მუშაობს და სხვადასხვა ელემენტი ერთმანეთს როგორ დავუკავშირო. საბოლოოდ, ახლა ვეხმარები სხვადასხვა ბიზნესებსა და კომპანიებს, ყველაფრის ბოლომდე და ხარისხიანად გაკეთებაში.”

2015 წლიდან ციფრული მარკეტინგისა და სოციალური მედია მენეჯმენტის მიმართულებით IED-ის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. ამ სფეროს მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისთვის საინტერესო აღმოჩნდა დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

“ – შარშან მადრიდში გავაკეთე კურსი ციფრულ მარკეტინგში დამწყებთათვის, რომელსაც თავის საქმეში წარმატებული ქართველები დაესწრნენ. კურსის შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ იგივე ტიპის უფრო ვრცელი და მრავლისმომცველი ლექციების სერია თბილისშიც გაგვეკეთებინა. 15-დან 30 მარტამდე ვაკეთებთ ინტენსიურ კურსს “principles of digital marketing and social media managment” დამწყებთათვის. ეს კურსი დამწყებებს გადაიყვანს advance დონეზე. კურსი იქნება 16 საათიანი. პროფესიონალებისთვის კი 18-დან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება "essential techniques for en advanced digital marketer". ეს უკანასკნელი იქნება 12 საათიანი ინტენსიური კურსი, რომელზეც იმ კონკრეტულ რჩევებსა და გამოცდილებებს გავაზიარებ, რომელიც დიდ კომპანიებთან მუშაობამ მომცა. ჩემი შემუშავებული პროგრამა არის რეალურად ის, რაც მე თავად ვისწავლე და გავიარე მაგისტრატურაზე. დაახლოებით იგივე ტიპის პროგრამაა, იგივე სტრუქტურით. ჩემი აზრით, მთავარია, გქონდეს ბაზისური ცოდნა, რომელიც საშუალებას მოგცემს ცვლილებებს მოერგო, იცოდე რა ელემენტი რასთან დააკავშირო, რა ფუნქცია როგორ გამოიყენო.”

ამ კურსის მთავარ წარმატებას უზრუნველყოფს მისი პრაქტიკული მხარე, რაც გულისხმობს რეალურ ბიუჯეტებზე, კამპანიებსა და შემთხვევებზე მუშაობას.

“ – ციფრული მარკეტინგი არის ის სფერო, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრაქტიკა. ამ სფეროში გაქვს შეხება ისეთ ხელსაწყოებთან, რომლებიც ყოველდღიურად ვითარდებიან და იხვეწებიან. იმისთვის რომ საჭირო უნარების შეძენა შეძლონ ადამიანებმა, მნიშვნელოვანია,  იცოდნენ სხვადასხვა ფუნქციები, თუ რა როგორ მუშაობს, ტერმინოლოგია, როგორ ხდება განახლების სისტემა, როგორ ითვლება ნახვები და სხვ.”

კურსი აძლევს საუკეთესო საშუალებას მათ, ვისაც აქვს ცოდნის გაღვივებისა და განვითარების სურვილი. იგი იძლევა იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც გამოუმუშავებს ადამიანს უნარ-ჩვევებს, სწორად შეაფასოს გარემო და მოერგოს მას.

 ინტერენეტისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ეპოქაში მარკეტოლოგები, პირველ რიგში, უნდა იყვნენ დატაისტები. მათ ზუსტად უნდა გათვალონ ტენდენციები და კონკრეტული მოთხოვნების მიხედვით შეიმუშაონ შესაბამისი სტრატეგია.

და რადგან ვცხოვრობთ დატაიზმის ეპოქაში ციფრული მარკეტინგის მთავარი საქმეა, მოიძიოს და გადაამუშაოს მონაცემები და ინფორმაცია, რომელიც ასე უხვადაა გაბნეული ინტერნეტში. ამბობენ, რომ ეს იქნება მომავლის მთავარი ტრენდი, რადგან ჩვენ ინფორმაციას ისეთი ტემპით გავცემთ, რომ ჩვენზე ძალიან ბევრი იცის უკვე ინტერნეტმა. და ის, ვინც პირველი საუკეთესოდ გამოიყენებს მთელ ამ ინფორმაციას, ყველაზე სწრაფად განვითარდება და მოიგებს მომავლის ომს.

კურსის სანახავად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/events/291104694892677/