ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის მუზეუმში გამოიფინა

პირველ მარტს ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები ვან გოგის მუზეუმში გამოიფინა. მუზეუმი  საფრანგეთში, ქალაქ არლში მდებარეობს. გამოფენაზე სულ 29 ნამუშევარია წარმოდგენილი, მათ შორისაა "ხის მჭრელი", "ფეხსაცმელები" და სხვ. 

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი ხელოვანისა და ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში დაიდებს ბინას. 

გამოფენა სახელწოდებით "ნიკო ფიროსმანი — სამყაროთა შორის მოხეტიალე" თავდაპირველად ვენაში, ალბერტინას მუზეუმს ეწვია, 2018 წლის 26 ოქტომბრიდან 2019 წლის 27 იანვრამდე. ალბერტინას მუზეუმში ფიროსმანაშვილის გამოფენა  მხატვრის გარდაცვალების 100 წლისთავს ეძღვნებოდა. აქ ქართველი მხატვრის ნამუშევრები პიკასოს, ედვარდ მუნკისა და კლოდ მონეს შემოქმედებასთან ერთად იყო წარმოდგენილი.