Prodigy-ს ვოკალისტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის The Prodigy ვოკალისტი კიტ ფლინტი 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსის ცხედარი მის ესექსში მდებარე სახლში იპოვეს. როგორც აცხადებენ, სიკვდილის საეჭვო გარემოებები არ იკვეთება. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

კიტ ფლინტის მუსიკალური კარიერა 1990 წლიდან დაიწყო ჯგუფით The Prodigy. მას ეკუთვნის პოპულარული სიმღერები: Smack my bitch up, Firestarter და სხვ.