Samsung-ის ახალი ტელეფონი ჩვენ თვალწინ გადაიკეცება

Samsung-ის ახალი ტელეფონი, რომლის საწყისი ფასი 2 000 დოლარი იქნება, ჩვენს ხელში მცირე ზომის ტაბლეტად გადაიქცევა. 

სან ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე კომპანიამ ახალი გადაკეცვის ფუნქციის მქონე ტელეფონის სახელი – The Galaxy Fold გამოაცხადა. Samsung-ის განცხადებით, ახალი პროდუქტი შეიქმნა, რათა მომხმარებლებმა მრავალი საქმის ერთად კეთება შეძლონ. მისი საშუალებით ერთდროულად მრავალი აპლიკაციის დათვალიერება შეგვეძლება. 

ასევე, მოწყობილობაში ორი დამოუკიდებელი ბატარეა იქნება განთავსებული.

ახალ ამბავთან დაკავშირებით, ინტერნეტსივრცეში სახალისო მიმიც გავრცელდა: