To Do List︱8 მარტი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

Hey Girls – კაქტუსი

ქალთა საერთაშორისო დღე ქალების ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაულია, ამიტომაც დღეს 19:00 საათზე კაქტუს ბარში მისულ მანდილოსნებს ბევრი სიურპრიზი დახვდებათ.

ძველი თბილისის იდუმალი ისტორიები – ნაწილი 1

ტურის განმავლობაში გექნებათ საშუალება ნახოთ: მელიქ აზარიანცის, პირველი გილდიის ვაჭრის სახლი, მიქაელ არამიანცის უიღბლო სიყვარულის ამბავი, გაბაშვილების ცნობილი ფირუზისფერი სახლი, გრიბოედოვის ქუჩის სადარბაზო-მარგალიტები, ძმები ზუბალაშვილები – მათი ისტორია და მემკვიდრეობა, თბილისის ყველაზე ლამაზი ქუჩა – თ. აბაკელიას ქუჩა, მადამ ბოზარჯიანცის დიდებული სახლი, მირზა რეზა-ხანი და ირანის საკონსულო თბილისში, ანა მადათოვას სახლი, კალანტაროვების სახლი და კიდევ ბევრი სხვა საინტერესო ისტორია.

ტურს გაუძღვება გიდი – ნუცა ცქიმანაური. დასაწყისი: 12:00. ხანგრძლივობა: 4:30-5 საათი.

ღირებულება: 10 ლარი​

ვახტანგ კახიძის სიმფონიური მუსიკის კონცერტი


10 მარტს, ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტების სერიის ფარგლებში, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ, მის სხვადასხვა პერიოდში შექმნილ სიმფონიურ ნაწარმოებებს.

ავტორი მსმენელის წინაშე წარსდგება როგორც დირიჟორი და სოლისტი. თბილისის სიმფონიური ორკესტრი შეასრულებს "Coniugationes", სიმფონიურ სურათს „სალამბო“, კონცერტს ფორტეპიანოსა და ორკესტრისთვის, სიმფონიურ სუიტას ბალეტიდან „ამორძალები“ და „სევდა“-ს კინოფილმიდან „რუსული სამკუთხედი“.​


Uni Moyen by Irina Tevzadze

"Uni Moyen-ი თავის თავში ყველაფერ იმას წარმოადგენს, რაც კი ინტუიტიურ დონეზე სიხარულს მანიჭებს , ის არის წარმოსახვითი ბალანსი რომელიც მაკავშირებს სამყაროსთან. Uni Moyen -ი ინტელექტუალურ დონეზეც მეხმარება, მისი წყალობით თავს უკეთ შევიცნობ და პირად ისტორიასაც უფრო გულწრფელად ვყვები. ის სიხარულის ერთგვარი „ციკლია“. – ირინა თევზაძე

სერიაში გაერთიანებული ნამუშევრები Uni Moyen – ის ადამიანთა ფიგურებია, რომლებიც პირობითათ ნატურალური, ბუნებრივი და ელეგანტური არსებები არიან .

ირინა თევზაძე ცხოვრობს და მოღვაწეობს აშშ- ში. იგი მუშაობს სხვადასხვა მედიაში, აგრეთვე ქმნის დიზაინს.

WINDOW PROJECT – ტატიშვილის ქ. #9

გამოფენის კონცეპტუალურ დიზაინზე იმუშავა ლადო ლომიტაშვილმა.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>