Netflix-ისთვის პიტერ ვებერი და სალომე კალანდია სერიალს გადაიღებენ

Netflix-ისთვის პიტერ ვებერი და სალომე კალანდია ერთობლივად ისტორიულ სერიალს გადაიღებენ. 

სერიალში ისტორია შეეხება ქართველ ბიჭს, რომელსაც მოიტაცებენ და შემდეგ კაიროში მამლუქად წაიყვანენ. სერიალში ამბის თხრობა საქართველოდან იწყება. 

Netflix-ის მრავალმილიონიან პროექტში სულ 50 ეპიზოდი იქნება. სერიალის მთავარი გმირის როლს ჰოლივუდში მოღვაწე ეგვიპტელი მსახიობი შეასრულებს.

როგორც პიტერ ვებერი ამბობს, ის სალომე კალანდიას თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე შეხვდა, მოგვიანებით კი თავისთან მიიწვია სამუშაოდ. სალომე კალანდია ისტორიული სერიალის გადაღების პროცესში პიტერ ვებერის დამხმარე რეჟისორია. 

“საქართველოში ჩამოსვლას და ფილმის გადაღებას ვგეგმავ და, იმედი მაქვს, სალომე ამ პროექტშიც ჩემი ასისტენტი იქნება” – ამბობს რეჟისორი გადაცემაში “იმედის დილა”.

სალომე კალანდიას თქმით, დიდ რეჟისორთან მუშაობა მარტივი, თუმცა შრომატევადია. 

პიტერ ვებერი 1968 წელს დაბადებული ბრიტანელი რეჟისორია. მისი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფილმია “გოგონა მარგალიტის საყურით”, სადაც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს. ფილმმა ვებერს დიდი წარმატება, მსოფლიო აღიარება და შემოსავლის სახით 31 მილიონი დოლარი მოუტანა. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>