12 ნივთი #გაზაფხული

,,თორმეტი” მორიგ და ამჯერად, ბოლო 12 ნივთს გთავაზობთ, თუ აქამდე არჩევანი არ გაგიკეთებიათ…  ვეცადეთ, ეს ოთხი სტარტაპი გაზაფხულის დადგომასთან თემატური ყოფილიყო. რამდენად გამოგვივიდა – თავად შეაფასე.

,,გრინი” ნეპალში დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს გვთავაზობს. მათ დიზაინში უჩვეულო (და ბევრისთვის ალბათ მიმზიდველ) ლოგოს შენიშნავ – ,,გრინის” ზურგჩანთებსა და წელის ჩანთებს კანაფის ფოთოლი ახატია. კომპანია ხელნაკეთ პროდუქტს კანაფის ძაფისგან ამზადებს, რომელიც დრეკადობით და გამძლეობით გამოირჩევა. ყველაზე მაგარი ისაა, რომ მათი ნაწარმი არ მეორდება — შეიძლება ნივთები ერთმანეთს ძალიან ჰგავდეს, მაგრამ სადღაც, რომელიღაც კუნჭულში ერთი ზოლი მაინც ექნებათ განსხვავებული, ამიტომ, შეგიძლია ჩანთას შიგნიდან ,,გიო” ან ,,ლიკა” აღარ დააწერო, მაინც იცნობ.

ფასი – 50₾

თუ დღევანდელ მოდის ტენდენციებს მიჰყვები, გარდერობში სულ მცირე ერთი fanny pack გექნება. გარდა მოდურობისა, ძალიან პრაქტიკულიცაა – არის სიტუაციები, როდესაც ზურგჩანთა ზედმეტად დიდი და მოუხერხებელია, ხელჩანთა – ზედმეტად გადაპრანჭული იმ ადგილისთვის, სადაც მიდიხარ. მაგალითად, ბასიანზე ყველა ამით დადის, პლანის ფოთოლი თუ ახატია – ბონუს ქულა შენ.

Rasta ზურგჩანთა, ფასი – 110 ₾

 

ყველას გვყავს მეგობარი, ვინც ამ ფოთლის დანახვაზე გვახსენდება… ეს ჩანთა გულს უთუოდ გაუხარდებდა. ეთიოპიის დროშა რასტა კულტურასთან ასოცირდება, მაგრამ თუ სულაც არ მიაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას, თავისთავად ძალიან ლამაზი ჩანთაა.

ფასი – 110₾

ეს ყველაზე მხიარული და ჭრელი არჩევანია, ჰიპსტერული პრინტებით.

https://www.startuperi.ge/ka/startups/grini

 

შემდეგი სტარტაპიც გაახარებს ინდივიდუალურობის მოყვარულებს. Dots&Dashes ამზადებს ბრასლეტებს, რომლებზეც მორზეს კოდით ნებისმიერი სიტყვის დაშიფვრაა შესაძლებელი. შესაბამისად, არც ნივთები მეორდება და არც – ფასები. თუმცა, შეგიძლია დაათვალიერო რა ტიპის სამაჯურებზეა საუბარი.

ფასი – 40₾

https://www.startuperi.ge/ka/startups/doTs-end-deshis

 

კუსკუსას კონცეპტი ჰგავს წინა კომპანიისას, თუმცა სამაჯურების მაგივრად ბეჭდებს ამზადებენ. თითოეული ნამუშევარი პატრონის ხასიათის მიხედვით კეთდება და არ მეორდება. ჩვენ, ქალები, ყველანი განსაკუთრებულები ვართ და ასეთივე განსაკუთრებული საჩუქრები გვჭირდება.

ფასი – 120₾
ფასი – 115₾

https://www.startuperi.ge/ka/startups/kuskusa

 

ყველაზე სასიამოვნო შენაძენები იცი რომელია? როდესაც ზუსტად იცი, რომ არ გჭირდება მაგრამ მაინც ყიდულობ… მშობლები რომ არასდროს გყიდულობდნენ და ახლა რომ შეგიძლია გული მოიფხანო.

სამაგიდო თამაში, ფასი – 16₾

მხიარული მეგობრული შეკრებების გარანტია ყოველთვის ასეთი თამაშებია, განსაკუთრებით, თუ საქმე სიმღერას ეხება.

ქეისის მოსახატი, ფასი – 33₾

ტელეფონის ქეისის და ტანსაცმლის არჩევა დაახლოებით ერთი კალიბრის სირთულის საქმეა – ორივე ჩვენს შინაგან სამყაროს გამოხატავს. ან ხანდახან უბრალოდ ყველაფერს იზამ, ოღონდ ბავშვმა კედლებზე ხატვა შეწყვიტოს და სხვა რამეზე გადაერთოს… ორივე პრობლემას აგვარებს.

Speech Bubble, ფასი – 70₾

ვის არ უყვარს მრავალმნიშვნელოვანი აფორიზმები, განსაკურებით ფილმებიდან. მაგალითად, ერთი პერიოდი ყველა გოგოს ინსტაგრამის bio-ში ეწერა ,,Carpe Diem”, ან ,,It’s a metaphor” და სიგარეტის ემოჯი. ამ დაფას იყიდი, ცარცს მოიმარჯვებ, და რაც გინდა ზედ ის დაგიწერია, თან უპრობლემოდ შეგიძლია შეცვალო, თუ რამე ახალი შედევრი იხილე კინოეკრანზე.

https://startuperi.ge/ka/startups/maimunobebi