კვირის Mood Board #Yellow

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე. 

კვირის ფერია 

ყვითელი – მზის, იმედის, ბედნიერების ფერია. ყვითელი ფერი სიახლეებთან, პოზიტიურ განწყობასთან და ენერგიასთან ასოცირდება. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ის გონებრივ აქტივობას აჩქარებს და მახსოვრობას ააქტიურებს. ყვითელი ფერი გვეხმარება ვიყოთ უფრო ლაღები და გახსნილები. ის მატებს თავდაჯერებულობას და ააქტიურებს ნერვულ სისტემას. 

ყვითელი ფერის ზედმეტად გამოყენებას ცუდი გავლენა აქვს. ის გვირთულებს კონცენტრაციის უნარს და გვხვდის უფრო კრიტიკულს, მომთხოვნს. მისი უკმარისობის შემთხვევაში კი, ვართ უფრო იზოლირებულები, და გვექმნება შიშისა თუ კომპლექსების შეგრძნება. 

სხვადასხვა კულტურაში ამ ფერს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. ყვითელი ზოგგან მშვიდობის ფერია, ეგვიპტეში ეს ფერი ოქროსფერთან ერთად ღმერთებთან ასოცირდება, იაპონიაში კი, ყვითელი სიმამაცის სიმბოლოა. რაც შეეხება ინდიას, აქ ყვითელი ვაჭრობასთან, ვაჭრებთან ასოცირდება.

კვირის სიმღერაა

 

 

კვირის ნახატია

ალექს კატზი, შავი კაბა, 2015. 

კვირის გამონათქვამია

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>