უეს ანდერსონის ახალი ფილმის პირველი კადრები

უეს ანდერსონის ახალი ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელდა. ის 50-იანი წლების საფრანგეთის გამოგონილ ქალაქზე მიუზიკლს The French Dispatch იღებსთუმცა ფილმის სიუჟეტი ამ ეტაპზე უცნობია. 

ანდერსონის მიუზიკლის პრემიერა 2020 წელს შედგება. 

რეჟისორმა მსახიობთა საოცნებო გუნდი შექმნა – ნატალი პორტმანი, სირშა რონანი, ტიმოთი შალამე, ბენისიო დელ ტორო, ლეა სეიდუ, ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, ქეით უინსლეტი, უილიამ დეფო, ედრიან ბროუდი, ოუენ უილსონი და ფრენსის მაკდორმანდი. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, სურათში შესაძლოა მონაწილეობა ემა სტოუნმა, ბრედ პიტმა და ქეით ბლანშეტმაც მიიღონ.

გთავაზობთ გადასაღები მოედნიდან გავრცელებულ ფოტოებს: