რა ელით სტარტაპერებს PowerPoint Karaoke-ზე? #vol.9

ტექნოპარკში 18 მარტს, 19:00 სთ-ზე გაიმართება სახალისო ღონისძიება PowerPoint Karaoke სტარტაპერებისთვის. 

"ყველასთვის, ვისაც საჯარო გამოსვლების, პრეზენტაციის უნარებისა და პიჩინგის გაუმჯობესება სურს – PowerPoint Karaoke • Tbilisi მოიცავს გართობას, ტრენინგს, სახალისო შეჯიბრსა და ნეთვორქინგს ძალიან მეგობრულ და არაფორმალურ გარემოში." – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

ღონისძიების დაწყებამდე ორგანიზატორები მოამზადებენ PowerPoint-ის პრეზენტაციებს სხვადასხვა თემებზე (თემების შესახებ მონაწილეებს არაფერი ეცოდინებათ). თვითონ PowerPoint Karaoke-ს მსვლელობის დროს კი, მონაწილეებს მათთვის უცნობი და უცხო პრეზენტაციების წარგდენა მოუწევთ. 

ღონისძიება ტარდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-ს მხარდაჭერით . მისი მასპინძელია ტექნოპარკი საქართველო • Tech Park Georgia.

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>