სამწუთიანი ფილმების კონკურსის გამარჯვებული

ქართული ინტერნეტსივრცე სამწუთიანი ფილმების კონკურსის ვიდეოებმა დაიპყრო, რომელიც თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემას მიეძღვნა. კონკურსი 12 მარტს დასრულდა, რომლის პირველ ეტაპზეც ჟიურიმ 77 ნამუშევარი მიიღო. 

პირველი ადგილი პეტრე თომაძის „ღამის სეანსს“ ერგო. ნახეთ ვიდეო:

 

„ეს არის ფილმი, რომელმაც ყველა მოგვხიბლა. დრამატული ისტორია მხატვრული სახეებით არის გადმოცემული. მიუხედავად იმისა, რომ ხან ვიღიმით, ხან-ვიცინით, ფილმი მაინც გვითრევს სამწუხარო რეალობაში, რადგან ეს ჩვენ გვერდით ხდება. ფილმი მოგვითხრობს სამეზობლოზე, ძალადობაზე მის რეაქციაზე. გვაფიქრებს, ხომ არა ვართ ჩვენ შემდეგი მსხვერპლი“ – ასე შეაფასა ჟიურიმ დოკუმენტურ ისტორიაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი „ღამის სეანსი“, რომელსაც ერგო კონკურსის პირველი ადგილი და პრიზი 17 ათასი ლარი.

ხუთკაციანმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ კინოდოკუმენტალისტები ნინო ორჯონიკიძე, სალომე ჯაში, რატი ონელი, ქეთი მაჭავარიანი და სოლედად სესენა, ჯერ 17 საუკეთესო შეარჩია, შემდეგ კი ფარული კენჭისყრით, 4 გამარჯვებული გამოავლინა.

მეოთხე ადგილი და 7 000 ლარი ერგო ფილმს „დრაკონი“. „ფილმი არის მწარე რეალობასთან პირველად შეჯახებაზე, რასაც ავტორინივთებისა და დეტალების ჩვენებით მოგვითხრობს“. – ნათქვამია ჟიურის წარდგენაში.

 

„ოსტატურად გადმოცემული ამბავი ადამიანის შესახებ, რომელიც მთელი ცხოვრება იმყოფება განცდებისა და იმედების გზაგასაყარზე. განსაკუთრებით მოგვხიბლა რეჟისორის უნარმა, მხატვრულად გადმოეცა ადამიანის მდიდრული ემოციური სამყარო, სიმბოლური ეფექტური მინიმალისტური მეთოდით“. – ნათქვამია ფილმზე „წრეზე“, რომელსაც მე-3 ადგილი და პრიზი – 9 000 ლარი ერგო.

 

ფილმმა „ლალა, მანქანების მექანიკოსი“, მე-2 ადგილი და 12 000 ლარიანი პრიზი მოიპოვა. „თხრობის სადა სტილი იყო, ძალიან მარტივი მეთოდით, ტემპორიტმით, ზედმეტი მანერულობის და პირად ცხოვრებაში ზედმეტად ჩარევის გარეშე. ამ გზით [რეჟისორი] გვაცნობს განსაკუთრებულ გმირს. ახერხებს შეკრას ატმოსფერო, რომლითაც ადამიანის ცხოვრება და ტრავმული გამოცდილება, თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ძალიან გასაგები და ახლობელი“. – ასე დაახასიათეს მეორე ადგილზე გასული ფილმი.

 

წყარო: www.radiotavisupleba.ge

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>