უძველესი ტრადიციებით მოქსოვილი თანამედროვე ომის სახე

ცენტრალურ აზიაში მცხოვრები ქალები ხალიჩებს ათასობით წელია ქსოვენ, თუმცა 1979 წლიდან სიმბოლური გამოსახულებები რადიკალურად იცვლება. საბჭოთა კავშირის შეჭრამ ავღანეთში ტერიტორია გაანადგურა და მილიონობით მოქალაქეს გადაადგილება აიძულა. ამ მოვლენებმა განსაკუთრებული გავლენა იქონია პაკისტანსა და ირანში მცხოვრებ ლტოლვილ ქალებზე, რომლებმაც მოგვიანებით ომის სახე ხალიჩების მეშვეობით გვაჩვენეს. ყვავილები, ჩიტები და ორნამენტები სხვადასხვა იარაღმა, ყუმბარამ, თვითმფრინავებმა და ტანკებმა ჩაანაცვლა. 

ქსოვის უძველესი ტექნიკები, რომლის შესრულებისთვისაც თვეები და წლებია საჭირო, დედებიდან ქალიშვილებს გადაეცემათ. მისი სწავლის უფლების მოპოვება რთულია და კვლავაც ჩაკეტილია საერთაშორისო მსურველთათვის. ავღანური ხალიჩების უდიდესი ონლაინ არქივი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მუსულმანური რელიგიის რწმენით, ანონიმურობის დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს, შესაბამისად ულამაზესი ხალიჩების ავტორების სახელები უცნობია. 

წყარო: artsy.net