MAUDI-ის გახსნა | პერსპექტივის სამჯერადი დახრა

თბილისში ახალი თანამედროვე ხელოვნების სივრცე – “მაუდი” დღეს იხსნება. სივრცის მთავარი ფუნქციაა გამოფენებისა და სხვა სახალხო ღონისძიებების განხორციელება, სახელოვნებო პლატფორმის შექმნა და ახალი ადგილობრივი და საერთაშორისო კავშირების გაჩენა.

სივრცე იხსნება გამოფენით “პერსპექტივის სამჯერადი დახრა”, რომელიც 3 მზარდი არტისტის (სალომე დუმბაძე, ქეუ მეფარიშვილი, საშა ზალივაკო) და კურატორი (ნინო საკანდელიძე) კოლაბორაციაა. 3 არტისტი. 3 ენა. 3 დამოუკიდებელი ნამუშევარი, რომელთა დიალოგი თემად “სიმულაკრას” ირჩევს.

გამოფენის გახსნაზე ნინუცა ამზადებს – პურ-მარილი #8.

9 საათიდან პერფორმანსის სივრცე უმასპინძლებს მუსიკალურ პროექტს Masterknot და მუსიკოს გიორგი ანთაძის live-ს.

ნინო საკანდელიძე – პერსპექტივის სამჯერადი დახრა.

“You no longer watch TV, It is TV that watches you (live)”
(Simulacra and Simulation _ Jean Baudrillard)

სალომე დუმბაძე – arboreal ხეზე მცოცავები. ქეუ მეფარიშვილი – დედაჩემის ბავშვობის ოცნებაა, ზღვის ცხენი რომ დაიჭიროს შავ ზღვაში. საშა ზალივაკო – მეხსიერების წაკითხვა.

 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>