როგორ იწყება გარემოვაჭრე ქალების დილა ვიეტნამში? #Photography

როგორ იწყება სამუშაო დილა გარემოვაჭრე ქალებისთვის? 

ფოტოგრაფმა ვიეტნამში, ჰანოიში სხვადასხვა ხიდებიდან გარემოვაჭრე ქალების სურათები გადაიღო. სურათები ზედხედითაა გადაღებული და ჩანს თუ როგორ მიეშურებიან სამუშაოდ ქალები. დილით ქალები ხილით, ბოსტნეულით, ციტრუსებითა თუ ყვავილებით ტვირთავენ ველოსიპედებს, შემდეგ კი ვიეტნამის ქუჩებში გადაადგილდებიან და პროდუქციას მთელი დღის განმავლობაში ყიდიან.

ხელოვანმა მთლიანობაში 100-მდე ფოტო გადაიღო და მის წიგნად გამოცემას აპირებს.