To Do List︱15 მარტი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

ურბანული ინიციატივა #1 – "სტელას ბაღის გამწვანება"

"სტელას ბაღი" მე-19 საუკუნეში დაარსდა და მან ამ სახელწოდებით დღემდე მოაღწია. ეს მცირე ბაღი სოლოლაკში, ლეონიძის ქუჩის ბოლოს მდებარეობს. სკვერი სოლოლაკის ვრცელი ბაღების ერთ-ერთი შემორჩენილი ფრაგმენტი იყო. მე-20 საუკუნის 70-ან წლებში აქ თეატრალური საზოგადოების შენობა ააშენეს, რამაც ბაღი თითქმის მთლიანად შეიწირა. მისგან მცირე ფრაგმენტი შემორჩა, რომელსაც ხალხი აქტიურად იყენებს დასვენებისთვის. ბაღში მოწყობილია მანქანების პარკირება, რაც ისედაც შემცირებულ ფართობს კიდევ უფრო ამცირებს.

ურბანული ინიციატივების კონკურსში „შენი უბნის იდეა“ გამარჯვებამ გიგი სუჯაშვილს საშუალება მისცა შეეძინა მცენარეები, რომლებიც ბაღში დაირგვება, რითაც აღიკვეთება მანქანების დგომა ამ მშვენიერ ადგილზე და ბაღიც უფრო გალამაზდება.

16 მარტს, 13:00 საათზე ლეონიძის ქუჩა N11-ში დაგეგმილ ღონისძიებაზე ჩართვის სურვილი აქვთ, როგორც თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებს, ისე გარშემო უბნის მაცხოვრებლებს. 

ანდრეი ტარკოვსკის შემოქმედება ხელოვნების სასახლეში

14 მარტს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლე გიწვევთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორის, სცენარისტის, მსახიობისა და მწერლის – ანდრეი ტარკოვკის უკანასკნელი ფილმის "მსხვერპლშეწირვა" ფოტო გამოფენის გახსნაზე. ექსპოზიციას წარმოადგენს ფოტოების ავტორი, საპატიო სტუმარი ლონდონიდან, მწერალი, დრამატურგი, კინომცოდნე – ლაილა გარეტი. 

სელმა ლაგერლოფი და ნილსის საოცარი მოგზაურობის ამბავი

შვედი მწერალი სელმა ლაგერლოფი პირველი ქალია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო.
მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები კი – "ნილს ჰოლგერსონის შესანიშნავი მოგზაურობა შვედეთში" (Nils Holgerssons underbara resa genom Sverige, ქართულად ცნობილია, როგორც "ნილსისა და გარეული ბატების საოცარი მოგზაურობა") ბავშვებისთვის დაიწერა – თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც სახელმძღვანელო, რომელიც სახალისო ფორმით მოუთხრობდა ბავშვებს შვედეთზე, მის გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, ლეგენდებზე და ტრადიციებზე. წიგნმა მალე მოიპოვა აღიარება არა მარტო შვედეთში, არამედ მსოფლიოში და ბავშვების ერთ-ერთ საყვარელი წიგნი გახდა.

მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული შეხვედრა 16 მარტს 01:00 საათზე გაიმართება. 

ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების გამოფენა-გაყიდვა

16 მარტს, 11:00 საათიდან, წიგნის სახლში ბახტრიონზე "ვეფხისტყაოსნის სამაგიდო თამაშების" გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი, სხვადასხვა სახეობის, ხის ეკოლოგიურად სუფთა გრავირებული სამაგიდო თამაშები ვეფხისტყაოსნის თემაზე.17:00 საათზე გაიმართება შემეცნებით-გასართობი შეხვედრა 12-16 წლის მოზარდებისთვის. ასევე, ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა ვეფხისტყაოსნის აფორიზმების სათამაშო ბარათები. ღირებულება – 15₾. 

No Comments Yet

Leave a Reply

Your email address will not be published.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>