ბარსელონა, არქიტექტურა და იდეალური სიმეტრია #Architecture

უნგრელმა ფოტოგრაფმა ბარსელონაში მოგზაურობის დროს გადაწყვიტა ქალაქის სიმეტრიული არქიტექტურული შენობები დრონის მეშვეობით გადაეღო. 

როგორც ფოტოგრაფი ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ქალაქის სხვა რაკურსით ჩვენება. ხელოვანი დრონით ფოტოებს 2018 წლიდან იღებს. 

ბარსელონა მეორე უდიდესი ქალაქია ესპანეთში და ის მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკური, საგამოფენო და კულტურულ-სპორტული ცენტრია. ქალაქი განთქმულია არქიტექტურით, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ქალაქმა 1999 წელს თავისი არქიტექტურისთვის ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის, RIBA-ს, სამეფო ოქროს მედალი მიიღო. ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჯილდო არა კონკრეტულად ერთმა არქიტექტორმა, არამედ მთლიანად ქალაქმა მიიღო.