რა ფილმებს უნდა ველოდოთ 2019 წელს?

თუ 2018 წელი სურპრიზებით იყო სავსე და ისეთი ფილმები ვიხილეთ ეკრანზე, როგორიცაა Black panther, Bohemian Rhapsody,  A star is born, The Favourite თუ The house that Jack built, 2019 წელიც არანაკლებ გამორჩეული იქნება კინომატოგრაფიის კუთხით.

რას ფილმებს უნდა ველოდოთ 2019 წელს? 

2019 წლის მარტში მაყურებელი ტიმ ბარტონის ახალ ფილმს Dumbo უნდა ელოდოს. Dumbo ის ყველასთვის ნაცნობი ანიმაციური ფილმია, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვუყურებდით. 

HellBoy-ს მაყურებელი 2019 წლის 12 აპრილს იხილავს მილა იავოვიჩისა და დევით ჰარბორის მონაწილეობით. თუ Deadpool-ი მოგეწონათ, მაშინ ეს ფილმი ნამდვილად სათქვენოა. 

მარველი წელსაც გაგვანებივრებს და Avengers: Endgame-ს შემოგვთავაზებს. ფილმს 2019 წლის 29 აპრილს იხილავს მაყურებელი. თუ რას უნდა ელოდოთ, შეგიძლიათ ტრეილერში იხილოთ. 

X-Men: Dark Phoenix – ში ყველასთვის ცნობილი მსახიობი და Game of Thrones-ის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი სანსა სტარკი, ანუ სოფი ტერნერი მონაწილეობს. Dark Phoenix-ს 20th Century FOX იღებს და მას მაყურებელი ეკრანებზე 2019 წლის ივნისში იხილავს.

Toy Story 4-ის ტრეილერი სულ ცოტა ხნის წინ დაიდო, ფილმი კი 25 ივნისს გამოდის. Toy Story ბავშვობს, უდარდელ დღეებსა და სახალისო თავგადასავლებს გაგახსენებთ. 

ტარანტინოს ახალი ფილმის ირგვლივ, ტრადიციულად, დიდი აჟიოტაჟია. ფილმში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ასრულებენ. ეს კვენტინ ტარანტინოს მეცხრე ფილმია. 

DC Comics-ი რობერტ დე ნიროსა და ჯოაკინ ფოენიქსის მონაწილეობით ახალ ფილმს იღებს ჯოკერზე. ფილმი აგებულია ტოდ ფილიპსის კომიქსების წიგნზე და მაყურებელი მას 2019 წლის 4 ოქტომბერს იხილავს.