To Do List | 29 მარტი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება.

4 და 5 მაისს 11:00-დან შეგიძლიათ ფაბრიკაში MARKET.TBS, MARKET.TLV-ისა და ფაბრიკას ერთიან პროექტს ეწვიოთ. 

” – რა არის Market.TBS?

– MARKET.TBS შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მწარმოებლებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო, მიმზიდველი პროდუქტი და ძირითადად პროედუქტს ონლაინ ყიდიან, შეხვდნენ მომხმარებელს რეალურ სივრცეში. მარკეტი აქტიურად მუშაობს მისი მონაწილეების ცნობადობის გაზრდაზე და სჯერა, რომ შეუძლია დიდი კონტრიბუცია მოახდინოს მისი მონაწილეების წარმატებაში.

 MARKET.TBS აერთიანებს როგორც, დიზაინერბს ასევე მწარმოებლებს. ბაზრობაზე მხოლოდ მოდა არ არის ერთადერთი ხაზი. ილუსტრატორები, მხატვრები, ფოტოგრაფები და სტარტაპები ხშირად არიან მარკეტის წევრები.”

2019 წლის 10 მაისს, ასოციაცია ბუნებრივი ღვინო-ს ორგანიზებითა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართება ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ZERO COMPROMISE”.

ღონისძიება Silk Factory Studio-ში გაიმართება.

გაიხსნა თანამედროვე ხელოვნების სივრცე “მაუდი”. 27 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით შესაძლებლობა გაქვთ ახალი სივრცე მოინახულოთ გამოფენით გამოფენით: “პერსპექტივის სამჯერადი დახრა”.  გამოფენა 3 მზარდი არტისტის (სალომე დუმბაძე, ქეუ მეფარიშვილი, საშა ზალივაკო) და კურატორი (ნინო საკანდელიძე) კოლაბორაციაა.

“3 არტისტი. 3 ენა. 3 დამოუკიდებელი ნამუშევარი, რომელთა დიალოგი თემად “სიმულაკრას” ირჩევს ” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

 

 

29 მარტს, 20:00 საათზე სივრცეში Politika გაიმართება ტრანს- პერფორმანსი “ღამე და დღე”.  ავტორი ვენცელი მსახიობი მარეიკეა, მოღვაწეობს ბერლინსა და თბილისში და 2007 წლიდან მუშაობს დანიუნ-ავსტრიულ პერფორმანს კომპანია SIGNA-სთან.

“ადამიანებმა დაივიწყეს სამყაროს შემქმნელი ღმერთები, გენდერულად არაბინარული არსებები, რომლებიც ერთ დროს თავისუფალ სიყვარულს ქადაგებდნენ. საზოგადოებისგან გარიყულნი, ისინი დღეს იძულებულნი არიან, ჰეტერონორმატიული მორალით შემოსაღვრულ რეალობაში იცხოვრონ, რომელიც მათ ნამდვილ იდენტობას ახშობს. ღამის ღმერთებისა და ქალღმერთების მხოლოდ პატარა ჯგუფიღა დარჩა, რომელიც ჯერ კიდევ არ ნებდება: ქალღმერთი ნიქსი და მისი ახლობლები. ”  – ვკითხულობთ წარმოდგენის აღწერაში.