Netflix-ის სერიალში ვიკა კალანდია მიიღებს მონაწილეობას

მსახიობი ბახვა ბრეგვაძის ინფორმაციით, ქართველი მსახიობი ვიკა კალანდია Netflix-ის ახალ სერიალში მიიღებს მონაწილეობას.

როგორ მიხარია რომ პირველად მე ვწერ ამ ამბავს ??? ჯერ ეპიზოდური როლით , მაგრამ მაინც ფანტასტიკაა, ძალიან მაგარი და…

Posted by Bakhva Bregvadze on Tuesday, April 2, 2019

სერიალს, რომელშიც ვიკა კალანდია მიიღებს მონაწილეობას, Netflix-ისთვის პიტერ ვებერი და სალომე კალანდია ერთობლივად იღებენ.

სერიალში ისტორია შეეხება ქართველ ბიჭს, რომელსაც მოიტაცებენ და შემდეგ კაიროში მამლუქად წაიყვანენ. სერიალში ამბის თხრობა საქართველოდან იწყება. 

Netflix-ის მრავალმილიონიან პროექტში სულ 50 ეპიზოდი იქნება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს