Young Lions Georgia-ზე რეგისტრაცია დასრულდა

“რეგისტრაცია დასრულდა და ისევ რეკორდული მაჩვენებელი დავდეთ – ზუსტად 1 გუნდით გადავასწარით გასულ წელს.

მოემზადეთ 12 აპრილისთვის 🦁

რეგისტრანტებო გილოცავთ!” – წერს ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი კანის ლომების ქართული წარმომადგენლობა.

როგორც ირკვევა, 2019 წლის Young Lions Georgia-ზე სულ 169 გუნდი დარეგისტრირდა. კონკურსი PRINT, DESIGN, CYBER, FILM და MARKETERS კატეგორიებში ჩატარდება. 

2019 წლის 17-21 ივნისს, საფრანგეთში, კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოდან 5 გამარჯვებული გუნდი წარსდგება. 

მსოფლიოს სარეკლამო ინდუსტრიაში Cannes Lions International Festival of Creativity ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მაშტაბური ღონისძიებაა. კანის ლომების მოსაპოვებლად მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებისა და კომპანიების სარეკლამო სფეროს წარმომადგენლები იბრძვიან.