12 რჩევა მშობლებს || ნინო მარგველაშვილი

 

  1. ჩახუტება, სხეულის ნაზად დაზელვა, ხელების ჩაკიდება თანაგრძნობის და სიყვარულის გამოსახატად, ზურგზე, ან მუცელზე ნაზი კოცნა, ან შეხება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ბავშვების გუნება-განწყობილების, უსაფრთხოებისა და თქვენთან შეკავშირების მისაღწევად. ეს ადამიანური ზრუნვის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია.

    by Ryan Putnam
  2. ბავშვებთან ერთად გატარებული დროის დიდი რაოდენობა აუცილებლად არ გულისხმობს რომ მათ ჯანსაღ ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ და სულიერ განვითარებაზე ვზრუნავთ. დღის განმავლობაში გამოყავით 15 წუთი, როდესაც თქვენ თქვენი შვილების საყვარელ საქმიანობაში ჩაებმებით. ამ აქტივობას ირჩევს თავად ბავშვი და არ აქვს მნიშვნელობა სიტყვებით გეტყვით ამას თუ სახის გამომეტყველებით მიგანიშნებთ. 15 წუთი მიყვებით ბავშვის ინიციატივას – ეს იქნება იატაკზე გაგორება, ლოგინზე ხტუნაობა თუ “გიჟურ თავგადასავლებში” მონაწილეობა (რა თქმა უნდა, ითვალისწინებთ თქვენს შესაძლებლობებს, გარემოს და უსაფრთხოების ფაქტორს).

    by Varunjyoti Deori
  3. წიგნის კითხვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აქტივობაა, რომელიც ეხმარება მშობელს ბავშვის ემოციურ-სოციალურ და კოგნიტურ განვითარების ხელშეწყობაში, ზედმეტი აქტიური ფიზიკური ენერგიის გამოყენების გარეშე. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია მო ვილემსი (Mo Willems), რომლის წიგნებიც გამოირჩევა სიმარტივით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, ტექსტის მცირე რაოდენობით და ფანტასტიური იუმორით. მახსოვს, ჩემი 1.6 თვის შვილი რამდენს იცინოდა, როდესაც ტრიქსი თავის მამიკოს თავის ენაზე ესაუბრებოდა. არ დაგავიწყდეთ, გამოიყენოთ სხვადასხვა სახის გამომეტყველება და პერსონაჟების ექსპრესიული გახმოვანება.
  4. უამრავი შეკითხვა ჩნდება სხვადასხვა მიმართულებით, როდესაც საქმე ბავშვებს და მათზე ზრუნვას ეხება. ნებისმიერ შეკითხვაზე იპოვით პასუხს ლორა მარკჰამის (Laura Markham) ვებგვერდზე https://www.ahaparenting.com (როგორ ვესაუბროთ სათუთ თემებზე, როგორ გავუმკლავდეთ დედმამიშვილებს შორის არსებულ კონფლიქტებს, როგორ შევაჩვიოთ სკოლას, როგორ ვასწავლოთ პასუხისმგებლობა და ა.შ.). ინფორმაცია დაყოფილია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით (ორსულობის პერიოდი – 18 წლამდე მოზარდები), თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკვანძო სიტყვების ჩაწერითაც შეგიძლიათ მოიძიოთ.

  5. ხმაურიანი გასართობი ცენტრების ნაცვლად გირჩევთ უმეტესად მშვიდ, დიდი ან ღია სივრცის მქონე ადგილებში წახვიდეთ. ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა ირბინონ და ითამაშონ სანამ თქვენთვის საყვარელ საკვებს მოიტანენ. ჩვენი ოჯახის საყვარელი ადგილი დიდი ხნის განმავლობაში “თბილი სიო” იყო.

    ?თბილი სიო?<3 ? <3

    Posted by თბილი სიო Tbili Sio on Thursday, August 30, 2018
  6. ძილის წინ (ან თქვენთვის მისაღებ დღის მონაკვეთში) ეცადეთ, ოჯახის ყველა წევრმა იმ დღეს ან წარსულში მომხდარ მოვლენებზე ან განცდებზე გამოხატოთ მადლიერება. ამას უნდა ჰქონდეს მხოლოდ თამაშის სახე. მალე დაინახავთ რომ ეს “თამაში” გავლენას ახდენს ჩვენს და ჩვენი შვილების კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.



  7. კალენდარში გამოყავით დრო, როდესაც თქვენ და თქვენი შვილები თავისუფალ დროს რაიმე მოხალისეობრივ საქმიანობას დაუთმობთ. ჩემს ოჯახზე საოცარი შთაბეჭდილება დატოვა ძაღლების თავშესაფარმა D.O.G (Dog Organization Georgia Shelter), სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიხვიდეთ და ეთამაშოთ ძაღლებს, მოეფეროთ და გაასეირნოთ ისინი. დიდი სიამოვნება გელოდებათ წინ.



  8. არ დაგავიწყდეთ რომ თქვენს შვილთან ერთად ვიდეოები გადაიღოთ. ერთად იცეკვეთ, ან სასაცილო FB სახეები მოირგეთ. მერე ერთად ნახეთ და ბევრი იცინეთ. ვიდეობის ნახვა ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, მით უფრო რომ ჩვენს შვილებთან გატარებული დრო ხშირად აღუბეჭდავი რჩება. შეინახეთ ტკბილი მოგონებები.

    by Heesung Kim
  9. თქვენი შვილებისთვის საინტერესო, განსხვავებული და ხარისხიანი სათამაშოების და წიგნების აღმოსაჩენად სათამაშოების მეორად მაღაზიებს გირჩევთ. გარდა იმისა რომ წარმოუდგენლად საინტერესო თქვენთვის ნაცნობ და უცნობ ნივთებს გადააწყდებით, იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ და გაახაროთ თქვენი შვილები. ეს არის სივრცე სადაც ყველაფერი ერთადაა: აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ პატარა აქსესუარები, საკოლექციო ძველი ფიგურები, რბილი სათამაშოები, დისნეისა თუ მარველის გმირები, კოსტიუმები, ნიღბები, სამაგიდო თამაშები და რა თქმა უნდა, საბავშვო წიგნები.

    by Giordano Poloni
  10. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი აპლიკაცია, რომელიც ნათლად გვაჩვენებს, რა პროცესები უნდა გავიაროთ, როცა რაღაც ისე არ არის, როგორც ჩვენს შვილებს (ჩვენ) უნდათ. უსაყვარლესი მონსტრის დამშვიდებით, შემდეგ ფიქრის პროცესში სხვადასხვა ვარიანტების დაბადებით და არჩეულის შესრულებით, ეს აპლიკაცია გვეხმარება, უკეთესად გავიაზროთ რა გავაკეთოთ მსგავს სიტუაციებში და როგორი ეფექტურია პრობლემის გადაჭრა, როცა ჯერ ჩვენი სხეული მშვიდდება. 



  11. როგორ გავიგოთ მშობლობის დარგში წამყვანი სპეციალისტების ახალი კვლევების, საკუთარი გამოცდილებების, აქტივობების, მათ მიერ დაწერილი წიგნების შესახებ? Happily family შექმნილია უსაყვარლესი ცოლ-ქმრის მიერ, რომლებიც წელიწადში ორჯერ ონლაინ კონფერენციებს მართავენ, და საშუალებას გვაძლევენ 25 ექსპერტთან ჩაწერილ ინტერვიუებს 5 დღის განმავლობაში უფასოდ ვუსმინოთ.



  12. ერთი სუნთქვა – მე, ერთი სუნთქვა – შენ” – ყოველთვის გახსოვდეთ, რომ რთულ და ტკივილიან წუთებში ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანების დახმარებას ვერ შევძლებთ, თუ თავად ვართ ემოციურად დაცლილები. ასეთ პერიოდებში ღრმად ჩაისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, როგორ ივსება თქვენი სხეული სითბოთი, თანაგრძნობით და სიყვარულით. შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, როგორ მიემართება ეს სითბო, თანაგრძნობა და სიყვარული ახლა თქვენი შვილისკენ. “ერთი სუნთქვა – მე, ერთი სუნთქვა – შენ”, “ერთი სუნთქვა – მე, ერთი სუნთქვა – შენ….”. გახსოვდეთ, რომ თუ თავად არ აივსეთ სითბოთი და სიყვარულით განსაცდელის ჟამს, უბრალოდ ვერ მოახერხებთ თქვენს შვილებს გაუზიაროთ იგივე.