To Do List | 5 აპრილი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

დღეს პარასკევია – ეს კი ნიშნავს, რომ დამღლელი კვირის შემდეგ განტვირთვის, ალკოჰოლის, მეგობრების, გართობის და ცეკვის დროა. ამისთვის საუკეთესო ადგილი Bauhaus bar-ია, სადაც დღეს 2000-იანი წლების სიმღერებზე ბევრს იცეკვებენ. 

ყველაზე გრძელი და მხიარული ზაფხულის სეზონი კი სწორედ დღეს იხსნება. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ თუთუ კილაძის რეტროსპექტულ გამოფენას „კრიპტოგრამა“ თბილისის ისტორიის მუზეუმში.

თუ აბსტრაგირებული სახეები, კოლაჟის ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები და ინსტალაციები გხიბლავთ და გაინტერესებთ, ეს გამოფენა თქვენთვისაა. 

“თუთუ კილაძე 2001 წლიდან მონაწილობას იღებს ჯგუფურ გამოფენებსა და ფესტივალებში (გალერეა 9, გალერეა-კაფე, თიბისი ბანკის გალერეა, თანამედროვე ხელოვნების გალერეა, გალერეა „უნივერსი”, არტ ვილა გარიყულა).

მხატვრის ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

გამოფენა გაიმართება 5-დან 12 აპრილის ჩათვლით.

შაბათს, 6 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სააგენტო კამპუს ფრანსის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებითა და ფრანგული უნივერსიტეტების მონაწილეობით, პირველად საქართველოში, გაიმართება განათლების გამოფენა ,,აირჩიე საფრანგეთი“.

ფრანგული განათლების გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარი – ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი. მთლიანობაში კი, გამოფენაზე “აირჩიე საფრანგეთი” 12- მდე ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მიიღებს მონაწილეობას.

შესაძლოა, შაბათს ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული გეგმა გქონდეთ, თუმცა ამ დღის საუკეთესო ნაწილი იმ საჯარო ლექციაზე დასწრება იყოს, რომელიც ყველაზე უკეთ დაგეხმარებათ თვითგამორკვევაში.

უფრო კონკრეტულად კი, 6 აპრილს, 17:00 საათზე ESN Tbilisi ISU-ს ორგანიზებით იმართება გიორგი ბერძენიშვილის საჯარო ლექცია – “მედიტაცია – აზრების ძალა”.

” რა არის სწორი მედიტაცია?

შესაძლებელია თუ არა მედიტაციის მეშვეობით ადამიანი საკუთარ ბუნებაზე გაბატონდეს?
მედიტაცია არის თავად საშუალება, თუ მიზანს თავის თავში მოიაზრებს?
ეს და სხვა მსგავსი კითხვები შესაძლოა მოვიაზროთ როგორც კარიბჭე თვითგანვითარების გზაზე.
არსებობს მედიტაციის ტიპი, რომელიც კითხვის დასმას და შემდგომ ჩაურეველი დამკვირვებლის მდგომარეობაში ყოფნას გულისხმობს. პასუხი შიგნიდან უნდა მივიღოთ და ეს პასუხი, რაღა თქმა უნდა, არ გახლავთ ეგოს ხმა. ეს ჩვენი ნამდვილი ბუნებაა – შესაძლებლობა, რომელიც ოდენ იმპლიციტური სახით არსებობს, რომ თავად ვქმნიდეთ ჩვენს თავს, ვამოქმედებდეთ ჩვენს თავს და ვხარობდეთ ჩვენში უმაღლესით.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში. 

Image may contain: Giorgi Berdzenishvili, standing and text

თვითონ გიორგი ბერძენიშვილი კი საქართველოს იოგას ფედერაციის პრეზიდენტი, აშშ-ს იოგა ალიანსში რეგისტრირებული იოგას მასწავლებელი და საერთაშორისო იოგას ფედერაციის წარმომადგენელია საქართველოში.