30 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან # უცნობი ფოტოები

1. ადამია აზა, 22 წლის
2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის
3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის
4. გიორგაძე ნატო, 23 წლის
5. დოლიძე თამუნა, 28 წლის
6. ენუქიძე თინა, 70 წლის
7. თოიძე ნინო, 25 წლის
8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის
9. ლოლაძე მანანა, 33 წლის
10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის
11. მეტრეველი ვენერა,
12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის
13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის
14. ქვასროლიაშვილი შალვა,
15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის
16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის
17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის
18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის
19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის
20. მელქაძე მანანა, 23 წლის
21. ქარსელაძე გია, 25 წლის

ეს იმ 21 ადამიანის ჩამონათვალია, ვინც 9 აპრილის ტრაგედიას შეეწირა. 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის მიერ სისხლიანი დარბევით, ათობით ადამიანის მკვლელობითა და ასობით ადამიანის დასახიჩრება-მოწამვლით დასრულდა.

აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა ისეთი მომაკვდინებელი იარაღები, როგორიცაა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.

გთავაზობთ კობა წაქაძის ობიექტივით ასახულ 9 აპრილის მოვლენებს: