ახალგაზრდა ქალი შავი ხვრელის პირველი ფოტოს მიღმა

 

10 აპრილს მსოფლიომ იხილა პირველი შავი ხვრელის ფოტო. შავი ხვრელის გარშემოწერილობა 40 მილიარდი კილომეტრია და დედამიწიდან 500 მილიონ ტრილიონი კილომეტრის დაშორებით, M87 გალაქტიკაში მდებარეობს.

29 წლის ქეითი ბაუმანი ახალგაზრდა მეცნიერია, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა ასტრონომიულად ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაში. 

ამის შესახებ კი ქეითმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა:

Watching in disbelief as the first image I ever made of a black hole was in the process of being reconstructed.

Posted by Katie Bouman on Wednesday, April 10, 2019

 

“ეჭვით ვუყურებ ჩემ მიერ შექმნილ შავი ხვრელის პირველ ფოტოს რეკონსტრუქციის პროცესში” – წერს ის ფოტოს აღწერაში.