To Do List | 12 აპრილი

და დადგა ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკა To do list-ის დროც. დამღლელი, თუმცა მრავალფეროვანი კვირა იყო. დღეს კი თქვენთვის რამდენიმე საინტერესო შემოთავაზება გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

12 აპრილს, მიუსაფარ ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ახალ მზიურში” მოეწყობა ფოტო გამოფენა “გაიცანი და ემეგობრე”. 

“რა იცით ამ ბავშვებზე?
რა ქვიათ?
საიდან მოდიან?
ყველაზე მეტად რისი კეთება უყვართ?
რომელი ზღაპრის პერსონაჟობაზე ოცნებობენ?

რა იცით ბავშვებზე, რომლებსაც ყოველ დღე ვხვდებით ქუჩაში, რომლებიც ფულს გვთხოვენ “დასახმარებლად” , რომელთაც ხშირად თვალს ვარიდებთ.

ისინი არიან ადამიანები სახეების გარეშე. განსაკუთრებულები, საინტერესოები, მხიარულები, მზრუნველები, ცელქები. ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი და ისინი იმსახურებენ ბავშვობას.” 

13 აპრილს, 16:00 საათზე MAUDI-ში გაიმართება ‘არარეგულარული გაზეთის’ გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე გაზეთი “დანართის” დამფუძნებლებთან ელენე აბაშიძესთან და ანა ჩორგოლაშვილთან, ასევე, Design Tbilisi-ს დამფუძნებელ, გიორგი ცაგარელთან გაიმართება საჯარო საუბარი. 

თუ გსურთ, რომ ჯემალ ქარჩხაძის ნაწაროები “იგი” სულ სხვა კუთხითა და თვალით დაინახოთ, მაშინ მოძრაობის თეატრში სპექტაკლს “იგი” უნდა დაესწროთ. 

“ჯემალ ქარჩხაძის, მოთხრობის ინსცენირება, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ. პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე.” – ვკითხულობთ სპექტაკლის აღწერაში. 

და ბოლოს, 17 მაისს, 19:00 საათზე ირაკლი გაფრინდაშვილი მცირე გამოფენას აწყობს მოძრაობის თეატრში. გამოფენაზე “დურგალი” ირაკლი ხის საკუთარ ნამუშევრებს წარადგენს. 

როგორც ჩანს, გამოფენაზე ჟუჟუნა ღვინოს, საინტერესო ნაკეთობებსა და გარემოს უნდა ველოდოთ.