საქართველოს დროით Game of Thrones გამთენიის 5 საათზე გავა

14 აპრილს, 9 საათზე პირდაპირ ეთერში HBO Game of Thrones-ის მერვე სეზონის პირველ სერიას გაუშვებს. საქართველოს დროით კი ეს სერია გამთენიის 5 საათზე დაიწყება.

მერვე სეზონში სულ 6 სერია იქნება. პირველი სერიის ხანგრძლივობა 54 წუთი, მეორე სერიის 58, მესამე სერიის 1 საათი და 22 წუთი, მეოთხე სერიის ხანგრძლივობა 1 საათი და 18 წუთი, ხოლო ბოლო ორი სერია კი, 1 საათი და 20 წუთი იქნება.

HBO-მ დაადასტურა, რომ მერვე სეზონი Game of Thrones-ის ფინალური სეზონი იქნება.