შრიალა კაბებისა და ფერადი ჩანთების სეზონი #StartUper

ლურჯი ზღვის, მზიანი დღეებისა და მხიარული, გრილი სასმელებით გაჯერებული ღამეების სეზონი ახლოვდება.

ზაფხული ის სეზონია, რომელსაც შრიალა, ფერადი კაბები და მცირე ზომის პატარა ჩანთები ყველაზე მეტად უხდება.

by Lera Kuntsevich

ამჯერად შემოგთავაზებთ თიბისი სტარტაპერის მონაწილე ორ ახალშექმნილ ბიზნესს, რომლებიც თქვენს საყვარელ სეზონს უფრო მეტად გაალამაზებენ.

 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

 

ლივერი – ეს ხელნაკეთი, მცირე ზომისა და დიზაინის ჩანთებია.

კითხვაზე, თუ რატომ უნდა აირჩიოს მომხმარებელმა “ლივერი”, მათ Facebook გვერდზე ასეთ პასუხს ნახავთ: ”ქობულეთური ურბანული მითის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვით – შავი ვოლგა, ტყავის პალტო, ჯიბეში წითელი მალრბორო და ქამარში ლივერი.  თუ ამ მითის მთავარ გმირს არასოდეს შეხვედრილხართ და თქვენს ლივერს არასოდეს გაუსროლია როგორც საკუთარი უპირატესობის უტყვ მოწმეს, ქობულეთური ზეპირსიტყვიერებისთვის გევრდის ავლით, ჯავახური ლექსიკონი ლივერს რევოლვერს უწოდებს. ჩვენ კი ახალი ურბანული მითის შექმნას ვგეგმავთ და ჩვენი ლივერიც სხვისაზე ერთი მტკაველით მეტია.”

by Martyna Kwiatkowska

ფიგურა – “ფიგურა” ის ბრენდია, რომელიც ხელით შეკერილ ფერად-ფერად კაბებსა და ტანსაცმელებს ქმნის.

“უკვე თითქმის 1 წელია რაც ვარსებობთ და ვაწარმოებთ ექსკლუზიური დიზაინის ქალის სამოსს.ჩვენთან თითქმის ყველა მოდელი მხოლოდ თითო ეგზამპლარია. ჩვენი პრიორიტეტია უნილაკური დიზაინი, მაღალი ხარისხი და ხელმისაწვდომი ფასები” – ამბობენ სტარტაპერები.