გემრიელობები და Netflix & Chill #StartUper

სახლში სამსახურიდან დაბრუნებისას, როდესაც მძიმე დღის შემდეგ დასვენებას გადაწყვეტთ, დრო დგება, რომ პლედში გაეხვეთ და Netflix-ის ჩასართავად და საყვარელი სიტკომების საყურებლად მოემზადოთ. ამ ყველაზე მშვიდ და მყუდრო საღამოს, რა თქმა უნდა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აკლია – საჭმელი და სასუსნავები.

 

და სად ვიპოვოთ ეს გემრიელობები?

დღეს ჩვენს საყვარელ ორ სტარტაპს გაგაცნობთ, რომლებიც მსგავსი საღამოებისთვის გამოდგება. ეს ორი სტარტაპი თიბისი ბანკის პროგრამა “სტარტაპერის” მონაწილეები არიან. 

თიბისი სტარტაპერი თიბისი ბანკის ის წარმატებული პროგრამაა, რომელიც დამწყებებს ეხმარება იდეის სწორი მიმართულებით განვითარებაში, დახვეწასა და მისი საბოლოოდ ძლიერ, საინტერესო და მოთხოვნად პროდუქტად, ან სტარტაპად ქცევაში.

 

 

პროგრამა გათვლილია სტარტაპებისთვის, ანუ ახალშექმნილი ბიზნესისთვის, რომელიც ზრდის ფაზაში არიან. მათ თიბისი, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, საოპერაციო პროდუქტებზე შეღავათისა და სესხის აღების საშუალებას აძლევს.

Castro’s Gastro 

by Lazy Eve

 

თუ განსხვავებულ და ახალ გემოს ეძებთ, მაშინ ეს სტარტაპი სწორედ სათქვენოა. Castro’s Gastro მოძრავი საკვები ობიექტია, რომელიც მომხმარებელს კუბური კერძებით უმასპინძლდება.

“ფუდთრაქი კი საშუალებას იძლევა, ბრენდი ფიზიკურ ლოკაციაზე არ იყოს მიჯაჭვული და მომხმარებლებს გაუმასპინძლდეს თბილისის სხვადასხვა უბნებში და არა მხოლოდ.” – ვკითხულობთ სტარტაპის აღწერაში. 

FOODBOX

by MUTI

 

თუ კუბური გემრიელობები უკვე გასინჯეთ, დროა ადგილიდან გაუსვლელად გამოიძახოთ FOODBOX-ი. ეს არის პირველი ვირტუალური რესტორანი საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ჯანსაღ, სწრაფ და გემრიელ კერძებს და მიტანას ახორციელებს სხვადასხვა დელივერი სერვისების საშუალებით.