ტრადიციული, ძველი ქართული დეტალების ახალი სიცოცხლე

19 აპრილს 10:00 საათიდან 27 აპრილის ჩათვლით გარდენიაში წინა სააღდგომო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველების მიერ აღდგომის დღესასწაულისათვის სპეციალურად შექმნილი ნამუშევრები. 

გამოფენაში, წელს პირველად, მონაწილეობას იღებენ ნატალია ლომინაძე და თეკო ურუშაძე. 

ჟურნალი თორმეტი ნატალია ლომინაძეს ესაუბრა:




  • რის გამოტანას აპირებთ გამოფენაზე? და კონკრეტულად რა სახის ნამუშევრებს ქმნით?
  • გადავწყვიტეთ გავათანამედროვოთ და ფუნქციური გავხადოთ ძველი ქართული დეტალები. დეტალები, რომლებსაც ვიყენებთ როგორც ქალის აქსესუარებში, ასევე ქართული ტრადიციული სუფრის აქსესუარებში. ამ ეტაპზე, გარდენიაში სააღდგომო გამოფენა გაყიდვაზე გვექნება დანა-ჩანგლის დასადები და ნაჭრის ხელსახოცის ბეჭედი. გამოყენებული გვაქვს ქართული ლომი, ფასკუნჯი, ჯიხვი და სხვ. გარდენიაშო ასევე გვექნება სუფრები, ხელსახოცები, ბეჭდები, სამაჯურები და მძივები.

  • რამდენი ხანია რაც ამ ყველაფერს ამზადებთ? და როდის და საიდან მოვიდა იდეა?
  • თეკო ურუშაძე უკვე დიდი ხანია აკეთებს სანათებს. 2017 გადავწყვიტეთ გაგვეერთიანებინა ძალები და რუმსში მოვაწყვეთ ერთობლივი გამოფენა. თეკოს სანათები, ჩემი სარკეები და კომოდები. ახლა გადავწყვიტეთ ერთობლივი კომპანიის შექმნა, რომლის სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. 



  • სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
  • პირველ რიგში, გაფართოებას და ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ, რადგან ვხედავთ, რომ ქართული სუვენიერბის მხრივ დიდი დეფიციტია ბაზარზე.
     
     
    ფოტოგრაფი: დაჯი ლიპარტელიანი