To Do List | 19 აპრილი

რუბრიკა – To Do List, გთავაზობთ ჩვენს რეკომენდაციებს, რომლის მეშვეობითაც თქვენი დღეები მეტად გახალისდება. 

20 აპრილს, შაბათს, შუა ღამის მთავრობის სხდომას უმასპინძლებს Vasil Kutidze.

მუსიკა: ჰოსთის სელექცია.
განწყობა: Die while Dancing.
ვიზუალი: წითელი და შავი.
ინსპირაცია: Love, Death and Robots.

დამატებითი ინფორმაცია: http://bit.ly/2VRWVUw

შაბათს, 20 აპრილს რესპუბლიკაში გაიმართება ახალგაზრდა ლომების დაჯილდოების ცერემონიალი,

დაჯილდოებამდე მოწვეული მომხსენებლები გამოვლენ სიტყვით. 

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2Uq8zVd

კვირას Lumos-ში 18:00 საათზე გაიმართება შეხვედრა, რომელსაც გაუძღვებიან რუსა კონჯარია და ლაშა თოფურია.

“გურჯიევის მოძრაობები არის მედიტაცია მოძრაობაში, უნიკალური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს შეიმეცნო შენი შინაგანი სამყარო და დააკვირდე შენ გარეგან გამოვლინებებს.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2UP8784

თბილისის საკრებულოს სარდაფში, ტაბიძის ქ N2-ში 4-დან 10 მაისის ჩათვლით გაიმართება KOLGA TBILISI PHOTO-ს მიერ ორგანიზებული გამოფენა ბენედიქტე კურზენის “ტბა ჩადის ქრონიკები”.

“ბენედიქტე კურზენი (დაიბადა 1980 წელს, საფრანგეთში), რომელიც ყოველთვის ეთიკის კანონებით მოქმედებს, ჩვენს სამყაროში მძიმე სინამდვილის წინააღმდეგ ხმის ამაღლების აუცილებლობას გრძნობს. უკანასკნელი ცამეტი წლის განმავლობაში, ფოტოჟურნალისტმა აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე კონფლიქტის და სოციო-ეკონიმიკური ცვლილებების სიღრმისეული ვიზუალური რეპორტაჟი შემოგვთავაზა, სადაც ის 2008 წლიდან ცხოვრობს. 2012 წელს, კურზენი ფოტოსააგენტო NOOR-ის სრულუფლებიანი წევრი გახდა. სააგენტო მიზნად ისახავს სამყაროში მიმდინარე პროცესების სულ უფრო მზარდ გაგებაში საკუთარი წვლილის შეტანას, დამოუკიდებელი ვიზუალური რეპორტაჟების წარმოების გზით, რაც პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს განაპირობებს და გავლენას ახდენს გლობალურ პრობლემებისადმი შეხედულებების შემუშავებაზე.” – ვკითხულობთ ღონისძიების აღწერაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის: http://bit.ly/2Xn6efl