როგორ შეცვალა ტაილერ მიშელმა 2018 წელს მოდის სამყაროს ისტორია

ტაილერ მიშელმა 2018 წელს ისტორია შეცვალა.

VOGUE-ს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა, როდესაც ანა ვინტურმა ბიონსეს მისცა უფლება თავად შეერჩია ნომრის cover story-ს ფოტოგრაფი. 

126 წელი და 1500-ზე მეტი ნომერი. უკლებლივ ყველა ნომრის ფოტოგრაფი თეთრკანიანი. 

23 წლის ტაილერ მიშელის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა მას შემდეგ, რაც ისტორიაში პირველი ფერადკანიანი ადამიანი გახდა, ვინც VOGUE-ს ყდისთვის ფოტო გადაიღო. 

მიშელმა მოდის სამყაროს ბიბლისთვის, ამერიკული VOGUE-ის სექტემბრის ნომრის ყდისთვის ბიონსე გადაიღო.

სექტემბრის ნომერი კი, VOGUE-სთვის ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი გამოცემაა.  

შეგახსენებთ, რომ ბიონსე პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც VOGUE-ს ყდას ორჯერ ამშვენებდა და, ასევე, პირველია, ვინც ინტერვიუს გარეშე გადაიღეს ორივეჯერ გამოცემისთვის.

ამერიკულ VOGUE-მდე მიშელის კარიერაში იყო Document JournalMore Or Less Magazine, Teen Vogue და სხვ. 

მიშელი ძირითადად ახალგაზრდა ფერადკანიან ადამიანებს იღებს და საკუთარი ნამუშევრებით ცდილობს წარმოაჩინოს თუ რამდენად ლამაზები, თავისუფლები და საინტერესოები არიან ისინი.

შეგახსენებთ, რომ ტაილერ მიშელის პირველი პერსონალური გამოფენა “I Can Make You Feel Good” ამსტერდამში, FOAM მუზეუმში 2019 წლის 5 ივნისამდე გაიმართება.